"ნაპოლის" ქომაგები "ინტერთან" მარცხით ბედნიერი არიან - საოცარი დამთხვევა 36 წლის შემდეგ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლი" "ინტერთან" 0:1 დამარცხდა. ედინ ჯეკოს ერთადერთი გოლის წყალობით, "ნერაძურიმ" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა.

მიუხედავად მძიმე მარცხისა, "ნაპოლის" ქომაგები თავს ერთი ისტორიული ფაქტით იმშვიდებენ.

სერია A-ს 1986/87 წლების სეზონში, მას შემდეგ, რაც არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, "ნაპოლი" გასვლაზე სწორედ 4 იანვარს "ვერონასთან" დამარცხდა. მაშინ "ინტერმა" და "იუვენტუსმაც" გაიმარჯვეს, "ბებერმა ქალბატონმა" კი ეს მაშინაც საჯარიმო დარტყმის წყალობით მოახერხა. ცოტა ხნის წინ არკადიუშ მილიკის ბრწყინვალედ შესრულებული ჯარიმაც ყველამ ვიხილეთ.

მოგეხსენებათ, იმ სეზონში "ნაპოლიმ" სერია A-ს ტიტული მოიპოვა.
როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, "პარტენოპეის" ქომაგები ამ მარცხით ბედნიერი არიან...

alt"მისი წყალობით, ლობოტკა და ოსიმენი შევაჩერეთ" - ინძაგი "ნაპოლისთან" გამარჯვების შემდეგ

alt"ხარისხი დაგვაკლდა, რამდენიმე მოთამაშით უკმაყოფილო ვარ" - სპალეტი მატჩის შემდეგ

alt"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
იდიოტებიიიიიიი DDD
zura222
05 იანვარი 2023 15:46
5
მინდა მჯეროდეს რომ კვარაცხელიას უფრო მეტი გულშემატკივარი ყავს საქართველოში ვიდრე მესის ან რონალდოს
ჯაბა
05 იანვარი 2023 14:05
2
აკი გეუბნებოდით, სიბრიყვეში გადაჩეხილი ფანატიკოსები არიან მეთქი...ახლა მთავარია, კვარას არ მოსთხოვონ კოკაინით ვაჭრობა, ალიმენტების გადაუხდელობა და ფიდელ კასტროსთან ძმაკაცობა... დანარჩენს გავუძლებთ...
დდდ
05 იანვარი 2023 13:09
5
და შემთხვევით იმ გაჩემპიონებული გუნდის ლიდერი ხომარ თამაშობდა იმ ნაპოლში მაშინ ? თუ მესი ნაპოლში გადადის და არ ვიცით ჩვენ ? ნაპოლი თუ აზრზე არ მოვიდაა , ოცნებად დარჩება ჩემპიონობა , არამგონია მილანმა მოდუნების საშუალება მისცეს .
ATP 16
05 იანვარი 2023 11:43
6
ასეთი უაზრო დამთხვევების იმედად თუა ნაპოლი კარგად ქონია საქმე...სკუდეტოს დამთხვევები არ იგებს,სკუდეტოს დიდი იტალიური სამეული იგებს უმეტესად.რაღაც დამთხვევებს კი ყველაფერში იპოვის კაცი.აგერ უკვე ოთხეულში დალაგდა ეს სამეული...სერია ა მარათონია,რომელსაც უმეტესად ესენი იგებენ.რა თქმა უნდა აქვს ნაპოლის შანსი,მაგრამ ინტერსა და მილანზე,შესაძლია იუვეზეც ნაკლებიც.რაც ნალე გამოვლენ სასტარტო ეიფორიიდან,მით უფრო ექნებათ სკუდეტოსთვის ბრძოლის შანსი...
Master
05 იანვარი 2023 11:13
5
მსოფლიო მაშინ ივნისში იყო და ივნისიდან იანვრამდე ექვსი თვეა... რას ბოდიალობთ.
ქუთაისი
05 იანვარი 2023 03:02
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული