მიუხედავად მძიმე მარცხისა, "ნაპოლის" ქომაგები თავს ერთი ისტორიული ფაქტით იმშვიდებენ.
სერია A-ს 1986/87 წლების სეზონში, მას შემდეგ, რაც არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, "ნაპოლი" გასვლაზე სწორედ 4 იანვარს "ვერონასთან" დამარცხდა. მაშინ "ინტერმა" და "იუვენტუსმაც" გაიმარჯვეს, "ბებერმა ქალბატონმა" კი ეს მაშინაც საჯარიმო დარტყმის წყალობით მოახერხა. ცოტა ხნის წინ არკადიუშ მილიკის ბრწყინვალედ შესრულებული ჯარიმაც ყველამ ვიხილეთ.
მოგეხსენებათ, იმ სეზონში "ნაპოლიმ" სერია A-ს ტიტული მოიპოვა.
"მისი წყალობით, ლობოტკა და ოსიმენი შევაჩერეთ" - ინძაგი "ნაპოლისთან" გამარჯვების შემდეგ
"ხარისხი დაგვაკლდა, რამდენიმე მოთამაშით უკმაყოფილო ვარ" - სპალეტი მატჩის შემდეგ
"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა [VIDEO]