Reppublica: "არსენალი" ირვინ ლოსანოთი დაინტერესდა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "არსენალსა" და "შახტარს" შორის მიხაილო მუდრიკის თაობაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ლონდონელები "ნაპოლის" გარემარბით, ირვინ ლოსანოთი დაინტერესდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Reppublica ავრცელებს.

წყაროს ცნობით, თავად მექსიკელი შემტევი "პარტენოპეის" დატოვების წინააღმდეგი არაა, რადგან ლოსანოს ახალი გამოწვევების მიღება სურს. თავის მხრივ, "ნაპოლის" ხელმძღვანელობა ირვინს ხელშეუხებელ ფეხბურთელად არ მიიჩნევს და შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, აურელიო დე ლაურენტისი მზადაა, 27 წლის ფეხბურთელი გაასხვისოს.

"არსენალი" ახალ შემტევს ეძებს, რადგან "მეთოფეებს" ფლანგებზე საკასა და მარტინელის შემცვლელი, ფაქტობრივად, არ ჰყავს.

ლოსანო "ნაპოლის" პსვ-დან
2019 წელს შეუერთდა. "ჩაკიმ" "პარტენოპეის" მაისურით მონაწილეობა ჯამში 134 შეხვედრაში მიიღო, თავი კი 30 გოლითა და 16 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"ნაპოლიმ" შეიძლება ლოსანოს პოზიციაზე "ბენფიკას" გარემარბი შეიძინოს

alt"ნაპოლი" ლოსანოს შემცვლელად კარლსონის დამატებას შეეცდება

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას რა აქვს დასაინტერესებელი ვერ გავიგე, მართლა, მართლა.
მალხაზ ჯობავა
18:12 05-01-2023
4

სიახლეები პოპულარული