"ნაპოლი" ლოსანოს შემცვლელად კარლსონის დამატებას შეეცდება

AutoSharing Option
იმ შემთხვევაში, თუ ირვინ ლოსანო "ნაპოლის" დატოვებს, "პარტენოპეი" მის შემცვლელად "ალკმაარის" შემტევის იესპერ კარლსონის დამატებას შეეცდება. ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Gazzeta dello Sport-ი იტყობინება.

უკვე ბევრჯერ დაიწერა იმის შესახებ, რომ მექსიკელ ვინგერს "ნაპოლის" დატოვება და ახალი გამოცდილების მიღება სურს.

რაც შეეხება კარლსონს, 24 წლის შემტევი ჰოლანდიის ერედივიზიონის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება. შვედმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ჯამში 11 მატჩი გამართა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

Areanapoli-ის ჟურნალისტის, ჯანლუკა ვიტალეს ცნობით, აურელიო დე
ლაურენტისს კარლსონის შეძენა დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაუჯდება.

altCorriere dello Sport: "კვარა" "ნაპოლიში" პრობლემის წინაშე პირველად აღმოჩნდა - ფორმაში ჩასადგომად გიჟივით მუშაობს




მკითხველის კომენტარები / 1 /
დავითაშბილი იყიდონ სულ რაღაც 3 მილიონამდე დაუჯდებათ ! კარლსონი არა პეპი გრძელი წინდა არ უნდათ ?PP
zura222
19:04 24-12-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული