ფირმინომ შეიძლება კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავდამსხმელი რობერტო ფირმინომ შეიძლება საუდის არაბეთის ერთ-ერთ გუნდში გადავიდეს.

ჟურნალისტი ფლორიან პლატენბერგი იტყობინება, რომ 31 წლის ბრაზილიელმა საუდის არაბეთის რამდენიმე კლუბისგან მიიღო შეთავაზება. მათ შორისაა "ალ ნასრი", რომლის რიგებში ახლახან რონალდო ჩაირიცხა.

თავად ფირმინოს "ლივერპულთან" კონტრაქტის გაგრძელება უნდა, მაგრამ შეთავაზებასაც განიხილავს.

ფირმინომ ამ სეზონში პრემიერლიგის 13 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი სატრანსფერო ფასი კი 28 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული