რუსეთის ნაკრებისა და "სპარტაკის" კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ "სპორტ ექსპრესს" ინტერვიუ მისცა. ჟურნალისტმა მას კითხვა სამხედრო მობილიზაციის შესახებ დაუსვა, რომელიც რუსეთში სექტემბერში გამოცხადდა.
- დიმიტრი ბარინოვმა (მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი) ღიად ისაუბრა მობილიზაციასთან დაკავშირებულ ისტორიაზე და თუ როგორ წაიყვანეს მისი მეგობრები... შენ ეს შეგეხო?
- რა თქმა უნდა შემეხო, ჩემი მეგობრები წაიყვანეს.
- და სიმშვიდე როგორ შეინარჩუნეთ?
- მშვიდად არავინ არ იყო. მე მყავს ახლო მეგობრები, რომლებიც წაიყვანეს. ჩემი ძმა გაურკვეველ სიტუაციაში იყო, არ იცოდა, წაიყვანდნენ თუ არა.
ჩემი მშობლები ნერვიულობდნენ მის
გამო და ჩემ გამო. ვერავინ ვერ ხვდებოდა, ვისთან მივიდოდა გაწვევა და ვისთან არა. ჩვენ ყველამ ერთად გადავიტანეთ ეს მდგომარეობა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში", - თქვა ჯიქიამ.
გიორგი ჯიქია: რუსეთს მალე არ დააბრუნებენ - ბედს შევურიგდი