მოედანს მიღმა ძალიან მორცხვი ვარ, ხალხთან ურთიერთობა მიყვარს" - გატუზოს ინტერვიუ

AutoSharing Option
"მილანის" ლეგენდამ და "ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ El Mundo-სთან ინტერვიუში საკუთარი თავის შესახებ ისაუბრა. "რინომ" აღნიშნა, რომ მწვრთნელის რანგშიც ისეთივე ემოციურია, როგორიც ფეხბურთელობის დროს იყო.

"ფეხბურთელობისას მოედანზე ბოლომდე ვიხარჯებოდი, თითოეული მატჩი ჩემთვის ომს ნიშნავდა. გასახდელში თანაგუნდელებს ხშირად ვესაუბრებოდი და მათ ბრძოლისთვის განვაწყობდი.

ვფიქრობ, არა მხოლოდ სპორტში, არამედ ცხოვრებაშიც აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ ვაქციოთ უკეთესებად გარშემომყოფები. პირადად მე, ამას თავმდაბლობას ვუწოდებ.

მწვრთნელის რანგშიც ისეთივე ემოციური ვარ, როგორიც ფეხბურთელობის დროს. სათადარიგოთა სკამზე ვერასდროს ვჩერდები, მუდამ ვმოძრაობ. მარცხს ვერ ვიტან. საკუთარი
თავის კონტროლზე ბევრს ვმუშაობ.

მოედანს მიღმა ძალიან მორცხვი ადამიანი ვარ, ხალხთან ურთიერთობა მიყვარს..." - განაცხადა ჯენარო გატუზომ.

"რინოს" "ვალენსია" გუშინ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის "რეალთან" თერთმეტმეტრიანების სერიაში 3:4 დამარცხდა. მიუხედავად "ღამურების" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე მატჩისა, მომდევნო ეტაპზე მაინც "სამეფო კლუბი" გავიდა.

altგატუზო: ვამაყობ გუნდით - მამარდაშვილმა 4 თუ 5 ძალიან რთული ბურთი მოიგერია

alt"იაგო ძალიან განერვიულებული იყო" - გატუზომ ახსნა, რატომ შეცვალა მამარდაშვილი 77-ე წუთზე

alt"ამას ყველაზე მეტად იმსახურებენ" - გატუზოს იმედი აქვს, რომ სკუდეტოს "ნაპოლი" მოიგებს


მკითხველის კომენტარები / 1 /
გატუზოს და პორტუგალიელ პეპეს,თანაგუნდელები ერთნაირად ახასიათებენ:-მოედანზე გიჟია,მაგრამ მოედნის იქით,საოცრად წყნარი ბიჭები არიანო.მოედანზე რომ ვხედავთ,ცოტა ძნელი დასაჯერებელია,მაგრამ ყველა ასე ამბობს და ალბათ უნდა დავუჯეროთ!
სოსო
19:09 12-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული