"ბაიერნს" ვლაჰოვიჩის დამატება სურს

AutoSharing Option
"ბაიერნს" "იუვენტუსის" ცენტრფორვარდის, დუშან ვლაჰოვიჩის დამატება სურს. Calciomercato-ს ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონი" სერბ ფორვარდს მხოლოდ 110 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

წყაროს ცნობით, 22 წლის შემტევს ტიტულებისთვის მებრძოლ გუნდში გადასვლა სურს და "ბიანკონერის" დატოვების წინააღმდეგი არ იქნება.

ვლაჰოვიჩი "იუვეს" 2022 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ფიორენტინადან" შეუერთდა. მიმდინარე სეზონში დუშანმა სერია A-ში და ჩემპიონთა ლიგაზე 15 მატჩი ჩაატარა, თავი კი 7 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt"ხვიჩა კვარაცხელია, დუშან ვლაჰოვიჩი, შარლს დე კეტელარი, სახელები, რომლებსაც ამ

სეზონში ხშირად გავიგებთ" - ცნობილი გამოცემის ანალიზი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული