მესის მამა მოლაპარაკებებზე საუდის არაბეთშია - რამდენად რეალურია ლეოს კრიშტიანოს გზაზე გაყოლა და რას ამბობს "ალ-ჰილალის" პრეზიდენტი

AutoSharing Option
Daily Mail-ის ინფორმაციით, ლიონელ მესის მამა ხორხე საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში იმყოფება და კლუბ "ალ-ჰილალის" მესვეურებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც იცით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაბული გუნდი მესის სუპერკონტრაქტსა და წლიურად 300 მილიონ ევროს სთავაზობს.

მოგეხსენებათ, საუდის არაბეთის მიზანია, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

ჟურნალისტი ესლამ მაგდი "ალ-ჰილალის" პრეზიდენტის, ფაიდ ალ-მოფარის კომენტარს ავრცელებს, რომელიც ამბობს:

"ეს რონალდოს ტრანსფერის მსგავსი იქნებოდა. მესი თუ ჩვენთან გადმოვიდოდა, ამით არა მარტო კლუბი, არამედ მთელი ქვეყანა ისარგებლებდა.

ჩემპიონატის გუნდების განვითარებისა და გარღვევისთვის,
ეს უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა", - ამბობს ფაიდ ალ-მოფარი. 

როგორც ხედავთ, "ალ-ჰილალის" პრეზიდენტი არ უარყოფს, რომ არგენტინელის დამატება სურთ. მესის პსჟ-სთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

alt"მესი ჯუჯაა ჰორმონებზე და კანალიზაციის ვირთხა, პიკე კი, მეძავის შვილი" - "ბარსას" ყოფილი იურისტის წერილი

მკითხველის კომენტარები / 10 /
მესი არანაირად არ გადავა არაბეთში, მორიგი ხრიკია პსჟ-გან მსუყე კონტრაქტის დათრევის, ეს ფეხბურთელებში უკვე აპრობირებული მეთოდია,დაიწყებენ ეხლა სირბილს გაზაფხულამდე არაბეთში ჯერ მესის მამა, მერე დედა, მერე იმასაც დაწერენ რომ უკვე სახლიც შეარჩიეს, ბოლოს კიდევ პსჟ-თან გაახანგრძლივებს კონტრაქტს იმავე პირობით რასაც არაბები უხდიან.
მამუკა
13 იანვარი 2023 23:26
2
მესის გულშემატკივარი ვარ და მიმაჩნია, რომ რონალდოს გადაწყვეტილება გასაგებია აი მესიმ რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება მიმაჩნია რომ არასწორი იქნება რადგან ჯერ კიდევ შეუძლია ითამაშოს უმაღლეს დონეზე.
გიორგი
13 იანვარი 2023 21:04
0
დასაქცევია ეს ქვეყანა და იქცევა კიდეც, მარა იმიტომ კი არა, რომ დაბერებული რონალდუ და მესი არაბეთში მიდის, არამად იმიტომ რომ ერთკაცს ვინც არ უნდა იყოს იგი 200 და 300 მილიონს უხდიან წელიწადში და ამ დროს მილიონობით ადამიან შიმშილით და უწამლობით უღუპება მათ შორის ბავშვებიც.
Რრრ
13 იანვარი 2023 16:02
1
ცნობისათვის:ლეო მესი თავისი თანხის უდიდეს ნაწილს, ქველმოქმედებაში დებს: ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფოები, აფრიკის ობოლ ბავშვებს და ასე შემდეგ. ამის შსახებ, ზუსტად
გაზეთ "ლელოს" გვერდზე იყო ჩამონათვალი, უბრალოდ ყველას ვერ ჩამოვთვლი, რადგანაც სია დიდია. ამიტომ როცა სხვას დაუმსახურებლად აკრიტიკებთ, მეც გეკითხები, შენ რას აკეთებ სხვის დასახმარებლად?
რრრ-ს
13 იანვარი 2023 20:02
1
აბა მესის ფანიებს ვერ ვხედავ რონალდოს რო ეცით ისეთებს გამოჩდით
იოსებ
13 იანვარი 2023 15:16
7
იყვნენ ჩუმად! თორე დაიწყებენ მერე 100 მილიონით მეტს უხდიან და ხო ხედავთ არაბებიც მიხვდნენ რომ მესი უკეთესიაო და მოკლედ რეალურად როგორცაა იმას იტყვიან და იყვნენ რა ჩუმად, ეგრე უფრო გვაწყობს რონალდუს გულშემატკივრებს :)
პ.ს. გაუმარჯოს დავითაშვილს !!
A
13 იანვარი 2023 19:57
2
მესი ყველაზე დიდ ფეხბურთელად მიმაჩნია მსოფლიო ისტორიაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც იდიოტივით რონალდუ, ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი მძულდეს და ვაგინებდე. რაც შეეხება ტრანსფერს, როცა კარიერას ამთავრებ და უცებ ასეთ კონტრაქტს გთავაზობენ, გინდ მესი იყო და გინდ რონალდუ, სისულელეა უარი თქვა. აქვე შეგახსენებთ: პელეს ბოლო გუნდი "ნიუ-იორკ კოსმოსი" იყო. ეს ისე, გაუნათლებლებს, ცნობისთვის.
დავით
13 იანვარი 2023 19:40
0
ყველა გამოხმაურება
აქამდე სად იყვნენ არაბები, განა მხოლოდ ფული ანათებს ჯოჯოხეთს? წუთისოფელსაც ანათებს! არაბებს დიდი რესურსი აქვთ არამარტო ფეხბურთი, არამედ ზოგადად სპორტის გასავითარებლად, მაგრამ სიმდიდრეში აღზრდილმა ძნელია წარმატებას მიაღწიოს, ამქვეყნიურ სიამეთა გადამკიდემ! ასევე მცირე თანხებითა და ჭკუითაც შესაძლებელია წარმატებების მიღწევა, როგორც მაგალითად სერბეთმა შეძლო, აგერ ბრაზილია-არგენტინა-ურუგვაიც არ წერია სუპერ სახელმწიფოებში, მაგრამ ჩვენნაირი სიღატაკეც არაფრისმომცემია. რაღაც ოქროს შუალედია საჭირო...
ლაშა
13 იანვარი 2023 14:06
0
სამ სეზონში მილიარდზე მეტს ჩაიჯიბავს. ამხელა თანხაზე ვინ ტუტუცი იტყვის უარს?
G.LA
13 იანვარი 2023 13:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული