მესის მამა მოლაპარაკებებზე საუდის არაბეთშია - რამდენად რეალურია ლეოს კრიშტიანოს გზაზე გაყოლა და რას ამბობს "ალ-ჰილალის" პრეზიდენტი

AutoSharing Option
Daily Mail-ის ინფორმაციით, ლიონელ მესის მამა ხორხე საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში იმყოფება და კლუბ "ალ-ჰილალის" მესვეურებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც იცით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაბული გუნდი მესის სუპერკონტრაქტსა და წლიურად 300 მილიონ ევროს სთავაზობს.

მოგეხსენებათ, საუდის არაბეთის მიზანია, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

ჟურნალისტი ესლამ მაგდი "ალ-ჰილალის" პრეზიდენტის, ფაიდ ალ-მოფარის კომენტარს ავრცელებს, რომელიც ამბობს:

"ეს რონალდოს ტრანსფერის მსგავსი იქნებოდა. მესი თუ ჩვენთან გადმოვიდოდა, ამით არა მარტო კლუბი, არამედ მთელი ქვეყანა ისარგებლებდა.

ჩემპიონატის გუნდების განვითარებისა და გარღვევისთვის,
ეს უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა", - ამბობს ფაიდ ალ-მოფარი. 

როგორც ხედავთ, "ალ-ჰილალის" პრეზიდენტი არ უარყოფს, რომ არგენტინელის დამატება სურთ. მესის პსჟ-სთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

alt"მესი ჯუჯაა ჰორმონებზე და კანალიზაციის ვირთხა, პიკე კი, მეძავის შვილი" - "ბარსას" ყოფილი იურისტის წერილი

მკითხველის კომენტარები / 10 /
მესი არანაირად არ გადავა არაბეთში, მორიგი ხრიკია პსჟ-გან მსუყე კონტრაქტის დათრევის, ეს ფეხბურთელებში უკვე აპრობირებული მეთოდია,დაიწყებენ ეხლა სირბილს გაზაფხულამდე არაბეთში ჯერ მესის მამა, მერე დედა, მერე იმასაც დაწერენ რომ უკვე სახლიც შეარჩიეს, ბოლოს კიდევ პსჟ-თან გაახანგრძლივებს კონტრაქტს იმავე პირობით რასაც არაბები უხდიან.
მამუკა
23:26 13-01-2023
2
მესის გულშემატკივარი ვარ და მიმაჩნია, რომ რონალდოს გადაწყვეტილება გასაგებია აი მესიმ რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება მიმაჩნია რომ არასწორი იქნება რადგან ჯერ კიდევ შეუძლია ითამაშოს უმაღლეს დონეზე.
გიორგი
21:04 13-01-2023
0

სიახლეები პოპულარული