გუშინ, 17 იანვარს, იტალიის თასის 1/8-ფინალში, "ნაპოლი" სახლში "კრემონეზესთან" თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.
მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა ქომაგებმა "პარტენოპეის" ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი და მატეო პოლიტანო გააკრიტიკეს. პოლონელი შეხვედრაში 85-ე წუთზე ჩაერთო და ელიფ ელმასი შეცვალა, იტალიელი კი ალესიო ძერბინის ნაცვლად მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა.
"მოედანზე 10 ფეხბურთელით ვიყავით. ზელინსკის მატჩში მონაწილეობა საერთოდ არ უნდა მიეღო. ყველამ საშინლად ითამაშა, თუმცა პოლიტანომ და ზელინსკიმ განსაკუთრებით...
ჩვენ თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვერ გავიმარჯვებთ, თუმცა მეტოქის არდაფასება დაუშვებელია" - განაცხადა "ნაპოლის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა
"ნაპოლი" 21 იანვარს, სერია A-ს მე-19 ტურში, "სალერნიტანას" ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
"ნაპოლი" და "ფიორენტინა" მეკარეებს ცვლიან
არის თუ არა კრახი "ნაპოლის" მარცხი, რას შეცვლიდა "კვარა" და რა პრობლემები გამოიკვეთა?
სუპერსენსაცია - "ნაპოლი" თასიდან სერია A-ს აუტსაიდერმა გამოაგდო [VIDEO]