ლოსანო "ნაპოლის" დატოვებს - "პარტენოპეიმ" მისი შემცვლელი შეარჩია

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლის" ირვინ ლოსანო დატოვებს. მექსიკელ გარემარბს ახალი გამოწვევების მიღება და სხვა ჩემპიონატში ძალების მოსინჯვა სურს. მისი გაყიდვის წინააღმდეგი არც "პარტენოპეის" ხელმძღვანელობაა.

Il Matino-ს ცნობით, 27 წლის შემტევს "ვულვზის" გარემარბი ადამა ტრაორე შეცვლის.

ტრაორე "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და გასულ სეზონში იჯარის წესით სწორედ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში თამაშობდა, თუმცა კატალონიელთა თავკაცმა ხავი ერნანდესმა ესპანელის გამოსყიდვა არ მოისურვა.

რაც შეეხება ლოსანოს, მექსიკელი "ნაპოლის" 2019 წელს პსვ-დან შეუერთდა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მისი დამატებით ლონდონის "არსენალი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" ინტერესდებიან.

alt

Reppublica: "არსენალი" ირვინ ლოსანოთი დაინტერესდა
მკითხველის კომენტარები / 5 /
რწმენა გვაქ დაკარგული თორე ვისზე ნაკლები ფეხბურთელები გვყავს. ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარე თაობა მოდის
რაბუ
09:33 20-01-2023
0
ეს კულტურისტი რაღად უნდოდათ
მეგრელი
18:17 19-01-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული