![](https://sportall.ge/pictures/image5/ccb9bc52364b72eb925a5b7af6ed2edf.jpg)
მოგეხსენებათ, მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, "პარტენოპეის" თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ დაადასტურა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია მონაწილეობას ვერ მიიღებს. ჟურნალისტებმა 63 წლის სპეციალისტს კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზეც ჰკითხეს, რაზეც სპალეტიმ უპასუხა:
"გავახანგრძლივებ თუ არა კონტრაქტს ნაპოლისთან"? წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, ახლა სულ სხვა რამეზე ვფიქრობ, მსურს, ჩემპიონები გავხდეთ, ასეთი საკითხები კი მოიცდის" - განაცხადა ლუჩანომ.
შეგახსენებთ, სპალეტის კონტრაქტი ნეაპოლურ კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.