მოსკოვის "სპარტაკი" მოსამზადებელ შეკრებაზე დუბაიში იმყოფება. 22 იანვარს რუსული გუნდი ამხანაგურ მატჩში უზბეკურ AGMK-ს დაუპირისპირდა და 3:1 სძლია. როგორც კლუბის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი, მატჩს მოსკოველთა ყოფილი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე დაესწრო.
"მადლობა ვიზიტისთვის, ჯანო!", - ვკითხულობთ პოსტში.
შეგახსენებთ, რომ ანანიძემ ბუცები ლურსმანზე 2022 წლის აპრილში ჩამოკიდა. ის "სპარტაკის" წევრად 2009/19 წლებში ითვლებოდა.
უშუალოდ ყოფილი გუნდის შეკრებაზე ვიზიტს რაც შეეხება, თავისუფალი ადამიანია და სადაც უნდა იქ მივიდეს, ღმერთმა გაუმარჯოს თავის გზაზე! იმედია არ დააყრიან ქოქოლას, რუსულ გუნდს როგორ გაბედა და ესტუმრაო, გვყავს ეგეთი ტვინგაცხელებულებიც საზოგადოებაში :)