უეფას წარმომადგენლები აღმასკომის სხდომაზე რუსეთის ფეხბურთის კავშირის წევრებს შეხვდებიან, მაგრამ სანქციებს არ მოუხსნიან, - იტყობინება Sky Sports-ი.
რუსულ ნაკრებებსა და გუნდებს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის უფლებას მხოლოდ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ დართავენ.
ამას გარდა, ევროპის სუპერთასი ყაზანში არ ჩატარდება და უეფა მატჩის გამართვისთვის სხვა ქალაქს შეარჩევს.
შეგახსენებთ, ფიფამ და უეფამ რუსეთის ნაკრებები და გუნდები საერთაშორისო ტურნირებიდან 2022 წლის 28 თებერვალს მოკვეთა და ვერდიქტი ძალაში შემდგომ შეტყობინებამდე იქნება.