სანოგო თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფორვარდად ითვლებოდა. იაია საფრანგეთის ასაკობრივი ნაკრების წევრიც გახლდათ.
2013 წელს "მეთოფეებმა" სანოგო "ოსერიდან" დაიმატეს. სხვათაშორის, იმავე წელს "არსენალის" ყოფილ დამრიგებელს, ლეგენდარულ არსენ ვენგერს გრიზმანის დამატება შესთავაზეს, თუმცა არსენმა გრიზმანს ფიზიკურად ძლიერი და მაღალი ფორვარდის დამატება ამჯობინა, ანტუანმა კი კარიერა "სოსიედადში" განაგრძო.