"უბრალოდ, გავიხუმრეთ" - მესის ძმამ თავისი განცხადება განმარტა

AutoSharing Option
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის ძმამ, მატიასმა, განაცხადა, რომ მისი განცხადება "ბარსელონას" შესახებ ხუმრობა იყო.

"მინდა, სოციალურ ქსელში ჩემ მიერ გაკეთებული განცხადება განვმარტო. მე, ჩემი შვილი და მეგობრები უბრალოდ ვხუმრობდით.

როგორ შემიძლია ასეთი რამ ვიფიქრო ისეთ დიდ კლუბზე, როგორიც "ბარსელონა" და მისი ისტორიაა?! გუნდზე, რომელმაც ამდენი მოგვცა მეც და ლეოსაც?

ჩვენთვის კატალონია მეორე სახლია და ეს ყველამ იცის. ძალიან ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი ყველას, განსაკუთრებით, "ბარსელონას" გულშემატკივრებს", - დაწერა მატიას მესიმ.

შეგახსენებთ, რომ მატიასის წინა განცხადება ასე ჟღერდა:

"კატალონიური "სპორტის"
სათაური მახსოვს: "მესი "ბარსელონაში" უნდა დაბრუნდეს". ჩვენ არ დავბრუნდებით, მაგრამ თუ დავბრუნდებით, მაგარ წმენდას მოვაწყობთ. კლუბის უმადურ პრეზიდენტ ლაპორტას მოვისვრით.

"ბარსელონა" ცნობილი მხოლოდ მესის წყალობით გახდა. ყველა "რეალზე" ლაპარაკობდა. ვისაც ბარსელონის ნახვის საშუალება გაქვთ, შეიხედეთ კლუბის მუზეუმში, ნახავთ, რომ ეს მესის მუზეუმია.

გულშემატკივრები ქუჩაში ლაპორტას გადაყენების და მესის დატოვების მოთხოვნით უნდა გამოსულიყვნენ. ესპანელები მოღალატეები არიან", - განაცხადა მატიას მესიმ Twitch-ის ეთერში.