"ზახარიანი ცოტას მოუმატებს და კვარაცხელიას მსგავსად ითამაშებს" - ირწმუნება მოსკოვის "დინამოს" წარმომადგენელი

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველ არსენ ზახარიანის საზღვარგარეთულ გუნდში შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრმა სერგეი სტეპაშინმა გააკეთა.

"არსენი ითამაშებს, იქნება წინადადებები და განვიხილავთ. "გალათასარაის" ვარიანტი, რა თქმა უნდა, ფეიკია. "ჩელსიში" გადასვლას რაც შეეხება, ფული უნდა გადმოერიცხათ, მაგრამ ყველაფერი დაბლოკილია. ამიტომ არ გამოვიდა. თურქეთის საშუალო დონის ჩემპიონატში თამაში კი მისთვის, ვფიქრობ, საინტერესო არაა.

თუ ითამაშებს - ან გერმანიის, ან ესპანეთის ჩემპიონატში, მაგრამ ჯერ აქ თავს კარგად გრძნობს. ცოტა ფიზიკურად და მორალურად უნდა გაძლიერდეს. კარგი მომავალი აქვს, ამაში დარწმუნებული ვარ.

ჩემი რჩევა?
მასთან კლუბის ხელმძღვანელობა მუშაობს, მამაც. თვითონაც სულელი ბიჭი არაა, ყველაფერი შესანიშნავად ესმის. ცოტას მოუმატებს და ისე ითამაშებს, როგორც ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ახლა "ნაპოლიში" ბრწყინვალედ ასპარეზობს და იტალიურ ფეხბურთში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. მან ჩვენთან "ლოკომოტივში" დაიწყო, ხოლო შემდეგ "რუბინში" იყო", - ციტირებს სტეპაშინს "კომსომოლსკაია პრავდა".

ცნობისათვის, სტეპაშინი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი და გენერალ-პოლკოვნიკია.

მკითხველის კომენტარები / 26 /
კი აბა რა... იოცნებეთ...
ელგუჯა
10:47 24-02-2023
0
"ზახარიანი ცოტას მოუმატებს" - რას ჰქვია ცოტას მოუმატებს, პედალზე აქვს??
აჩი
18:16 23-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული