"იმობილე და კავანი მასზე უკეთესები არიან" - ფედელემ ოსიმენი გააკრიტიკა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ის ეთერში "ნაპოლისა" და მისი ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.

ფედელეს თქმით, ოსიმენი დაცვას ხშირად არ ეხმარება და თუ უნდა, რომ საუკეთესო გახდეს, საკუთარ თავზე უფრო მეტი უნდა იმუშაოს.

"არის თუ არა მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდი? ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი უნდა იშრომოს. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს.

"ლაციოს" ფორვარდ ჩირო იმობილეზე არავინ საუბრობს, თუმცა იტალიელს წლების განმავლობაში უამრავი გოლი გაჰქონდა. "ლაციოს" მისი სახით შესანიშნავი თავდამსხმელი ჰყავს.

ეხმარება თუ არა
ოსიმენი თანაგუნდელებს დაცვით ფაზაში? არ ვფიქრობ, რომ ასეა, ნიგერიელი მცველებს არ ეხმარება. ამას "ნაპოლიში" საუკეთესოდ ედინსონ კავანი აკეთებდა. საბოლოო ჯამში, ურუგვაელი და იტალიელი მასზე უკეთესები არიან, ისევე, როგორც ერლინ ჰოლანი" - განაცხადა ფედელემ.

alt"კარგი მწვრთნელია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს" - ფედელე სპალეტიზე

alt"ისინი ჩემპიონები არ არიან, ამ ტერმინს არასწორად იყენებთ" - ფედელემ "კვარასა" და ოსიმენზე ისაუბრა

alt"თუ მას გაუშვებთ, დიდ შეცდომას დაუშვებთ" - ფედელემ დე ლაურენტისი გააფრთხილა

მკითხველის კომენტარები / 13 /
ანზორ კავაზაშვილი
ტოტტი
02 მარტი 2023 12:56
4
ეს რა მაგარი ბოღმის ბუკეტია :))))). ნაპოლი რომ სკუდეტოს მოიგებს შეიძლება სუიციდი ჩაიდინოს, მარტო არ დატოვონ ოჯახში.
WTF
02 მარტი 2023 15:59
0
კიდე არ წაუთრევიათ ფსიქიატრიულში ეს
Sopranos
02 მარტი 2023 12:45
2
პარმას ყოფილი სპორტული დირექტორიო?))სულ მიკვირდა პარმა ესე რატო გაბანძდათქო?!)ესეთი მცოდნე რო გეყოლება სპორტულ დირექტორად აბა რა შედეგი გექნება?!!
გიორგი IV
02 მარტი 2023 14:57
0
ყველა კუთხურიდან(ნაპოლის კართან) ოსის გამოაქვს ბურთი თავით საჯარიმოდან რა ეს დაცვაზე დახმარება არაა?
ggg
02 მარტი 2023 15:55
0
ოსიმენზე დღეს მაგას არცერთი საღი გონების ადამიანი არ იტყვის. ეს დამპალი ავადმყოფი აშკარად დაინტერესებულია ნაპოლის დისკრედიტაციით ისეთ ალოგიკურ და ანომალიურ განცხადებებს
Bidzi.
02 მარტი 2023 12:43
1
სადღაც მართალია. კი ძლიერია ოსიმენი, მაგრამ სად იყო ხვიჩას გარეშე რომ არ ჩანდა, ის ხომ გაცილებით ადრე, 2020 წელს გადავიდა ნაპოლიში? ეს რატომღაც ყველას ავიწყდება!
ხვიჩას სიძლიერე ჯერ ბოლომდე არ გაგვითავისებია არამხოლოდ ქართველებს, არამედ მსოფლიოს...
ლაშა
02 მარტი 2023 12:41
8
სიყვარულშიც ზომიერებაა საჭირო
ლაშას
02 მარტი 2023 13:50
0
კავანის კიდე შეიძლება შეადარო, იმობილე ახლოც ვერ მივა
gionat
02 მარტი 2023 19:42
0
ტიპს სახეზე რომ ემჩნევა რა ბოღმაა. საცოდავია
რა როჟა აქვს
02 მარტი 2023 15:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული