წყაროს ცნობით, მაურიციო სარის პიოტრ ზელინსკის დამატება სურს, საპირისპიროდ კი "პარტენოპეი" სერგეი მილენკოვიჩ-სავიჩის შეძენითაა დაინტერესებული.
პოლონელი მოთამაშე, დედაქალაქელების თავკაცის, მაურიციო სარის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. ტრანსფერის შანსს ზრდის ის გარემოებაც, რომ ორივე მოთამაშეს მიმდინარე ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებენ.
შეგახსენებთ, ზელინსკი "ნაპოლის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. ამ პერიოდის განმავლობაში 28 წლის ნახევარმცველმა "პარტენოპეის" მაისურით 314 მატჩი გამართა, თავი კი 46 გატანილი
რაც შეეხება მილენკოვიჩ-სავიჩს, სერბი "ლაციოს" 2015 წელს "გენკიდან" შეუერთდა, 28 წლის ფეხბურთელმა "ლაციოს" რიგებში 326 შეხვედრაში 64 გოლი გაიტანა და 59 საგოლე გადაცემა მიითვალა.
"ხვიჩა რამდენჯერმე არც კი შეიმჩნია" - "ნაპოლის" ქომაგებმა ჟელინსკი მკაცრად გააკრიტიკეს
რამდენიმე თამაშია ჟელინსკიმ მოუკლო.
ეს დაკავშირებულია ტრანსფერზე საუბრის დაწყებასთან, და მოლოდინის რეჟიმთან ყოფნასთან, თუ მწვრთნელთან ან თანაგუნდელთან კომფლიკტთან, გაურკვეველია
აშკარად დიდი ძალა იყო წინა პერიოდში