"გასახდელში მწვრთნელს ხელბორკილები დაადო" - დე ლაურენტისი სერიოზულ სკანდალში გაეხვა

AutoSharing Option
"ინტერის" ყოფილმა მწვრთნელმა კორადო ორიკომ Radio Bruno Firenze-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" მფლობელის აურელიო დე ლაურენტისის შესახებ ისაუბრა. იტალიელის თქმით, 73 წლის კინოპროდიუსერმა გასახდელში ერთ-ერთ მწვრთნელს ხელბორკილები დაადო.

"რამდენიმე მწვრთნელმა, რომლებიც მასთან წლების განმავლობაში მუშაობდნენ, შევიტყე, რომ დე ლაურენტისი გასახდელში ხშირად შედის და ფეხბურთელებს ეკამათება. ერთ-ერთი ფეხბურთელისგან კი გავიგე, რომ გასახდელში მწვრთნელს ხელბორკილები დაადო.

დე ლაურენტისის ასეთ ქმედებებს კლუბის პრეზიდენტი კრისტიანო ჯუნტოლი აბალანსებს, რომელიც ყველასთან იდეალურ ურთიერთობას ინარჩუნებს" - განაცხადა ორიკომ.

შეგახსენებთ, დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლი"
"ატალანტას" უმასპინძლებს.

altდე ლაურენტისი თავისი მეორე კლუბის გასაყიდად ემზადება, "ნაპოლის" შეძენა კი ერთ-ერთ უცხოურ ფონდს სურს

alt"პსჟ-სთან მის შესაძლო ტრანსფერზე სასაუბროდ შეხვედრა უკვე შედგა" - რა არის დე ლაურენტისის საზაფხულო გეგმა

altცნობილია თანხა, რომლის სანაცვლოდაც დე ლაურენტისი "კვარასა" და ოსიმენს გაყიდის

alt"კვარაცხელიას და ოსიმენის გასხვისება?" - დე ლაურენტისი უკვე სხვანაირად ალაპარაკდა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ტყავებში იყო და ხელში მათრახიც ჭერია-ოოო)))
ჰდჯ
11 მარტი 2023 20:26
0
ხელბორკილები დაადო და პოლიციის ქვეგანყოფილებაში გადაიყვანა,სადაც ახსნა განმარტება ჩამოართვა. ვინც არ იცოდა აურელიო შეთავსებით მუშაობს კარაბინერად, კომისარ კორადო კატანის თანაშემწედ. სპრუტი 9, გაგრძელება იქნება
მამუკა
11 მარტი 2023 19:13
1
წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზიც მიუშვია თურმე
კოკა
11 მარტი 2023 18:31
2
ხელბორკილი დაადო,ტყავის მოკლე შორტის ჩაცმა აიძულა და გაამათრახა.ვიცი ეგ ამბავი.მართალია.ვაი თქვენ პატრონს.მესამე ლიგაში რო იყო ნაპოლი მაშინ იყიდა ლაურენტისმა კლუბი.მაშინ რატო არ არ ამბობდა არავინ არაფერს.სერია B ში გადავიდა ნაპოლი და არც მაშინ ამბობდნენ.გადავიდა სერიაAში და არც მაშინ.ჩემპიონი ხდება და ეხლა აყაყანდა ყველა ძაღლი და ღორი.არც დე ლაურენტისის ადვოკატი ვარ და არც რა.უბრალოდ ესეთ რაღაცეებზე რეიტინგს იწევენ
ჯელა
11 მარტი 2023 15:36
1
იტალიელი კაცები ქართველ კაცებზე თუ მეტად არა, არანაკლებად ჭორიკნები და ენატარტალები არიან!
გიორგი
11 მარტი 2023 16:58
0
ნამდვილი თუ ჰიპოთეტიური? ცოტა არ იყოს დავიბენი
გივი
11 მარტი 2023 15:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული