სპალეტი კონტეს ნაცვლად? - ლუჩანო "ტოტენჰემის" რადარზეა

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს ანტონიო კონტე "ტოტენჰემს" დატოვებს, "დეზები" კი მის შემცვლელად "ნაპოლის" თავკაც ლუჩანო სპალეტის განიხილავენ. ამის შესახებ ბრიტანული The Athletic-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეის" ხელმძღვანელობას 64 წლის სპეციალისტთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა გამოცდილ იტალიელ მწვრთნელს პრემიერლიგაში მუშაობა. შეგახსენებთ, სპალეტის "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

altსპალეტი: კვარაცხელიამ მარადონას დონის გოლი გაიტანა - ვერავინ მიხვდება, რომელი მიმართულებით წაიწევს წინ

alt"როდესაც უსამართლობას აწყდები, ხვიჩას მსგავსად უნდა მოიქცე" -

სპალეტიმ "კვარა" შეაქო

alt"ნაპოლის" მარცხის მიზეზები - როცა "კვარა" არ კმარა, სპალეტის კი ბალანსი "გაექცა"?!

მკითხველის კომენტარები / 4 /
მოკლედ ვერც ფეხბურთელები და ვერც მწვრთნელები ვერ ისვენებენ ერთ ადგილას. რაც არ უნდა იბოდიალოთ გუნდიდან გუნდში ფერგიუსონზე მაგარი მწვრთნელი ვერ იქნებით. სერ ალექსი ლეგენდაა.
დავით 67
15 მარტი 2023 04:07
0
არა ინგლისის პრემიერლიგას.
Forza Napoli Sempre!
ლაშა
13 მარტი 2023 16:24
0
კვარაც თუ წაიყვანა კიმიც.
არა რუსეთს
13 მარტი 2023 15:01
4
მეგობარო ტოტენჰემს უკვე ქონდა შანსი კვარა ეყიდა სეზონის დასაწყისში მაგრამ ვერ გამოიყენეს,,ამის მერე კვარას ტოტენჰემში გადასვლა გამორიცხულია, უკან გადადგმული ნაბიჯი გამოვა,, კვარა ისე თამაშობს მხოლოდ გრანდშია მისი ადგილი და უახლოეს 2-3 წელიწადში ესეც მოხდება და კვარა მსოფლიო ფეხბურთის 5-სუპერგუნდიდან ერთერთში აღმოჩნდება,,აი ტოტენჰემს კი მეორე შანსი შეიძლება 2033-35-წლებში მიეცეს როცა კვარა უკვე კარიერის ბოლოში იქნება ისიც თუ მიეცა,,რადგან კვარა მაგ დროისთვის იქნება ლეგენდა
რუსეთი ოკუპანტია მთელი მსოფლიოსთვის
14 მარტი 2023 10:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული