"როდესაც უსამართლობას აწყდები, ხვიჩას მსგავსად უნდა მოიქცე" - სპალეტიმ "კვარა" შეაქო

AutoSharing Option
ხვალ, 11 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლი" "ატალანტას" უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "პარტენოპეის" თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ "კვარამ" სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. 61 წლის სპეციალისტმა კი ახალგაზრდა ფეხბურთელი ამ საქციელის გამო შეაქო და განაცხადა, რომ ხვიჩამ სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირა.

"კვარაცხელიას სტატუსი ვნახე, როდესაც ის მანიფესტაციას საკუთარი სოციალური ქსელის მეშვეობით შეუერთდა. ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაში ყოველთვის ხვიჩას მსგავსად უნდა მოიქცე. ამ ფორმით, "კვარა" ქართველ ხალხს გვერდში დაუდგა,
ბედნიერი ვართ, რომ მისი სახით არა მხოლოდ დიდებული ფეხბურთელი, არამედ დიდებული ადამიანი გვყავს" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე საათის წინ, 22 წლის გარემარბი სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

altმორიგი აღიარება: კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

alt"ხვიჩა ევროპაში ყველაზე საოცარი ფეხბურთელია" - New York Times-ის მთავარი კორესპონდენტი ნეაპოლში ჩავიდა

altნეაპოლი კვარაცხელიას გოლის მოლოდინში! - "ატალანტას" აქ ბოლო წლებში არ უჭირს...

მკითხველის კომენტარები / 41 /
ჯერ ნაცები ლანძღავდნენ, ახლა ქოცები. სულ ვამბობდი ნაც-ქოცი ერთი ოხერია-თქო. კვარას კი ღმერთმა ხელი მოუმართოს!
გიორგი
01:16 14-03-2023
0
როლანდ,სპალეტი კი არა, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, შენ მხოლოდ ბიძინის გესმის?
გურამი
14:01 13-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული