დიდი ალბათობით, პსჟ გალტიეს გაათავისუფლებს

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" მთავარ მწვრთნელს კრისტოფ გალტიეს, დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის ბოლოს თანამდებობიდან გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას GFFN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, თუ დედაქალაქელები  ჩემპიონატის შემდეგ 2 ტურში "ნიცასა" და "ლანსის" წინააღმდეგ გამარჯვებების მოპოვებას ვერ მოახერხებენ, მაშინ კლუბის ხელმძღვანელობა სეზონის დასრულებას აღარ დაელოდება და გალტიეს დაკავებული თანამდებობიდან სეზონის დასრულებამდე გაუშვებენ.

შეგახსენებთ, ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში "პარი სენ ჟერმენი" 66 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ლანსს" 6 ქულით უსწრებს.

alt"ფიზკულტურის მასწავლებელი" - ასე მოიხსენინებენ პსჟ-ის ფეხბურთელები კრისტოფ გალტიეს

altგალტიეს პოზიციები

შეირყა - პსჟ-ში ზიდანის დანიშვნაზე ოცნებობენ
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფეხბურთში პირველ რიგში ჯერ ფულია მთავარი და ნიჭი, მას მოსდევს სურვილი და ამბიცია, მონდომება. ესე შეიქმნა მსოფლიოში ყველა დიდი კლუბი და ასევე გაგრძელდება სამუდამოდ.ფული ქმნის ფეხბურთს.ასე შეიქმნა რეალი, მილანი, ბაიერნი და სხვა. მილანი და ბარსელონა უფულოდ რო დარჩნენ აორთქლდნენ ელიტიდან რაღაც პერიოდი, ხოლო ეხლა ისევ გაცოცხლდნენ. უფულოდ საქართველოშიც დარბიან და რას ვაღწევთ ყველა ვხედავთ.
0
ძალიანაც კი უნდათ შეიხებს რომ პსჟ ელიტაში იყოს მაგრამ მარტო ფული ამისთვის საკმარისი არ არის, ვინღა უნდა იყიდონ კიდევ ამ ზაფხულს საინტერესოა? რაც ამათ ფული აქვთ დახარჯული რამდენიმე მაღალი დონის კლუბი ჩამოყალიბდებოდა
მამუკა
03:29 05-04-2023
1

სიახლეები პოპულარული