"ბრიუგეს" რომან იარემჩუკის გაყიდვა უნდა

AutoSharing Option
ზაფხულში "ბენფიკადან" "ბრიუგეში" გადასულმა თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი სატრანსფერო ფასი 12 მილიონი ევროდან 9 მილიონამდე დაეცა და გაყიდვას უპირებენ.

Belgiumsoccer-ის ცნობით, უკრაინელს უკვე უთხრეს, რომ თუ მსურველი გამოუჩნდა, აუცილებლად გაასხვისებენ, თუმცა ჯერ არავინ შეხმიანებია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 27 წლის იარემჩუკს გუნდის გამოცვლის სურვილი არ აქვს. კლუბსაც ესმის, რომ ტრანსფერში გადახდილ 17 მილიონ ევროს არავინ არ შესთავაზებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Axali ambavi magrad gamityda...)
L.J .
01:24 07-04-2023
1

სიახლეები პოპულარული