ჩემპიონთა ლიგა. V ტური: ორი გამოუყენებელი პენალტი - "რეალი" "ლივერპულთან" დამარცხდა და 24-ე პოზიციაზე დაქვეითდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში, მეორე სათამაშო დღეს დარჩენილი შვიდი მატჩი გაიმართა.

„ლივერპულმა“ ძალიან სანახაობრივ დაპირისპირებაში სახლში „რეალი“ 2:0 დაამარცხა და 15 ქულით ლიდერია. „სამეფო გუნდი“ კი 6 ქულით 24-ე ადგილზეა. მბაპემ და სალაჰმა პენალტები ვერ გამოიყენეს. „ლივერპულმა“ ყველა ტურნირზე ბოლო 15 მატჩიდან 14 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1-ელ დეკემბერს „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება.

„დორტმუნდმა“ სტუმრად 3:0 სძლია ზაგრების „დინამოს“ - ტურნირზე 5-დან 4 შეხვედრაში გაიმარჯვა.

„შახტარი“ გასვლაზე პსვ-ს 2:0 ამარცხებდა, მაგრამ 69-ე წუთზე პედრო ენრიკე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა,
რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს და გამარჯვება მოიპოვეს (3:2). დონეცკური გუნდის მცველი ირაკლი აზაროვი ისევ სათადარიგო იყო. ცნობისათვის, პედრო ენრიკე მის პოზიციაზე თამაშობს.

ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული - რეალი 2:0
გოლები: 1:0 მაკ ალისტერი (52), 2:0 გაკპო (76)
გამოუყენებელი პენალტი: მბაპე (61, რეალი), სალაჰი (70, ლივერპული)

ბირმინგემი. „ვილა პარკი“
ასტონ ვილა - იუვენტუსი 0:0

ბოლონია. „რენატო დალ’არა“
ბოლონია - ლილი 1:2
გოლები: 0:1 მუკაუ (44), 1:1 ლუკუმი (63), 1:2 მუკაუ (66)

გლაზგო. „სელტიკ პარკი“
სელტიკი - ბრიუგე 1:1
გოლები: 0:1 კარტერ-ვიკერსი (26, საკ. კარში), 1:1 მაედა (60)

ზაგრები. „მაკსიმირი“
დინამო (ზ) - დორტმუნდი 0:3
გოლები: 0:1 გიტენსი (41), 0:2 ბენსებაინი (56), 0:3 გირასი (90)

მონაკო. „ლუი II“
მონაკო - ბენფიკა 2:3
გოლები: 1:0 ბენ-სეგირი (13), 1:1 პავლიდისი (48), 2:1 მარასა (67), 2:2 არტური (84), 2:3 ამდუნი (88)
გაძევება: სინგო (56, მონაკო)

ეინდჰოვენი. „ფილიპსი“
პსვ - შახტარი 3:2
გოლები: 0:1 სიკანი (8), 0:2 ზუბკოვი (37), 1:2 ტილმანი (87), 2:2 ტილმანი (90), 3:2 პეპი (90+5)
გაძევება: პედრო ენრიკე (69)

altჩემპიონთა ლიგა. V ტური: კიტეიშვილის კაპიტნობით "შტურმმა" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
მკითხველის კომენტარები / 7 /
კაი,ამ რეალის ფანები რო გამოდგებით და თავს იმართლებთ,სამეფო კლუბის ფანები ხართ,მარა არსენალის ფანებივით იქცევით. რაში გაინტერესებთ სხვისი მოსაზრება ან რას ამტკიცებთ? მე ლივერპულის ფანი ვარ და არასოდეს მჩვევია თავის მართლება,ამიტომ და იმიტო წავაგეთო.წააგეთ და აღიარეთ რო წააგეთ. ბოლო 15 წელიწადში რო ძლივს მოიგესო ხომ იძახით და გავიხსენოთ პერიოდი,კრიზისული ლივერპული,მერე იყო ახლად შეკოწიწებული გუნდი და წაგება ფინალში კარიუსის შეცდომით. ამ თამაშში,გოლის გატანა უნდოდა გუნდს და ემრე ჯანი ათამაშა კლოპმა,იქამდე რამოსმა ბიძნურად ამოუგდო მხარი სალაჰს. მერე იყო ფინალი პარიზში,სადაც 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო თამაში და ლივერპულის ფანები ტრიბნაზე არ დაუშვეს,ზოგი დაარბია პოლიციამ. ამ ხნის განმავლობაში,ლივერპულმა ერთი თამაში წააგო თანაბარ პირობებში,2-5 ენფილდზე,ეგ ნამდვილად დამსახურებული გამარჯვება იყო. თუმცა ის გავიწყდებათ რო 2009 წლამდე რეალს ლივერპული დამარცხებული არ ყავდა,როცა ლივერპული ლივერპულობდა,ვერ უგებდა ეგ თქვენი რეალი და ახლა ბაქიბუქობთ,თითქოს 15 წელიწადში ერთხელ მოგიგეთ.

ზოგადად თამაშის შეფასება,არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა,უკეთეს ფორმაში მყოფმა გუნდმა მოიგო. ორივე გუნდს ყავდა დანაკლისი,თუმცა ერთი ფაქტი უნდა აღინიშნოს,არ ეკადრება რეალის დონის გუნდს დაცვიდან თამაში.ეს რეალის უცოდინარი ფანებს გიხარიათ,თორე რეალის ნამდვილი ფანი არამგონია ხარობდეს ეგეთი მოგებული ტიტულებით. დაცვიდან მოთამაშე რეალი არის ფეხბურთის სირცხვილი,თუ გინდათ 100 ლიგა მოიგეთ.რეალმა სახე დაკარგა,სათამაშო სტილი და ა.შ. ეს რანაირად მოგწონთ გაუგებარია. ლივერპულს რო მოურინიო მოეყვანა და ტიტული დაედო,არ ავიდოდი მეცხრე ცაზე და არ ვიამაყებდი ამით,მთავარი სტილია და არა ტიტული. წაგებულები ხართ რეალის ნადვილი ფანები,ხოდა რითი იბრიქებით? ვუყურე რეალს და 20 წლის წინანდელი მილანია,ხოდა ეს მოგწონთ? კონტრზე თამაში და ამბავი? ბარსელონამ თავისი სტილი უნდა ითამაშოს,ლივერპულმა თავისი და იუვემ თავისი,რა უბედურება არის ეს სტილის ცვლილება. ლივერპული სულ შემტევი გუნდი იყო,დაგლიშის დროს იყო უცნაური სტილი და მოშორებული იქნა.ლივერპული ენფილდზე დაცვაში არ უნდა ჩადგეს,ამას არავინ გაატარებს და არავინ არავის აპატიებს. სტილი განასხვავებს გუნდებს ერთმანეთისგან,თუ რეალი მილანის სტილით თამაშობს,ავდეგბი და მილანს ვუქომაგებ,ნამდვილი სტილი მაინც იქნება.სირცხვილია უბრალოდ,მე რეალის ფანის ადგილზე შემრცხვებოდა. ესპანეთი მიაქვს მაგარ მწვრთნელებს,ამათ იტალიელი კაცი ყავთ მწვრთნელად და ესეც ბევრის მეტყველია. იტალიელ მწვრთნელებს დაცვა და კონტრზე თამაში ხელოვნების დონეზე აქვთ აყვანილი. მხოლოდ რეალს არ ეხება,იუვესაც და ყველა იმ გუნდს,ვინც გრანდობაზე თავს დებს და სტილს ცვლის.ნამდვილი გრანდობა ამით გამოიხატება,საკუთარი სტილი და მენტალიტეტი. იყო რეალი ნამდვილი გრანდი,სიმპატიებსაც იწვევდა ბევრში,თუმცა ახლა არის ყოფილი გრანდი,რომელმაც სტილი დაკარგა. ტიტულებით არ ისაზღვრება გრანოდბა,საკუთარი იდენტობით და სტილით,რაც მარტო შენია. ადრე ფულის ხარჯვა მაინც გამოარჩევდა რეალს,თუმცა აქაც სხვები ჯობნიან უკვე. აგერ სიტიც იგებს ტიტულებს,მარა გრანდია? გრანდი მაშინ იქნება,როცა გავა 20 წელი და იგივე სტილით ითამაშებს,ხოლო ამ პერიოდში ერთი ან ორი კრიზისი მაინც ექნება გამოვლილი. სხვათაშორის,გვარდიოლამ თვითონ თქვა ეს,ლივერპულის თამაშის წინ,ადრე იყო ეს ამბავი.იუნაიტედს და ლივერპულამდე ბევრი გვიკლიაო,მეტსაც გეტყვით,ნოტინგემამდეც ბევრი უკლია მაგ გუნდს. ფული მაქვს და ფეხბურთელებს ვიყიდი არ არის გრანდობა,შეიძლება იყოდო ტიტული,მარა ვერ იყიდი გრანდობას და საკუთარ იდენტობას,სხვისი იდენტობით თამაშობს სიტი.
იასონას უდარი
19:09 28-11-2024
0
ამ რეალს ეს მსაჯები მიათრევენ და მიათრევენ ყურებით ყოველ წელს მაგრამ აქ არ გაჭრა. მბაპე რო საშუალო დონის ფეხბურთელია ამას კიდე შარშან ვამბობდი მაგრამ აქ მწერდნენ არ გესმისო კაცო შენ ფეხბურთი. ვაი თქვენ პატრონს უბედურს.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
02:46 28-11-2024
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული