სპალეტიმ გადაწყვეტილება შეცვალა - "ნაპოლის" ბანაკში სიახლეებია

AutoSharing Option
დღეს, 12 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, "მილანი" "ნაპოლის" მასპინძლობს. მატჩამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტრავმების გამო "პარტენოპეის" ჯოვანი სიმეონე, ვიქტორ ოსიმენი და ჯაკომო რასპადორი ვერ დაეხმარებოდნენ და სპალეტი ცენტრფორვარდის პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელიას დააყენებდა, თუმცა, Il Mattino-ს ცნობით, ჯაკომო აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

"რასპადორიმ სპალეტისთან დიდხანს ისაუბრა, "მილანთან" თამაში ყველაფრის ფასად სურს, დიდი ალბათობით, ჯაკომო "როსონერის" წინააღმდეგ თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "მილანისა" და "ნაპოლის" მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altოსიმენის მომავალი გადაწყდა? - რა ინფორმაციას ავრცელებს გერმანელი

ჟურნალისტი

altჯაკომო რასპადორი "კვარას" გოლს გამოეხმაურა [PHOTO]

altკვარაცხელიას 45 წუთი და რასპადორის დუბლი - "ნაპოლიმ" "კრისტალ პალასსაც" სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
ახლა გამოჩნდება სპალეტის მაგარი მწვრთნელობა,ეს გამოცდა იქნება მისთვის,ახლა ვნახავთ ვინ იგებდა თამაშებს ხვიჩა-ოსიმენის დუეტი, თუ სპალეტის ტაქტიკა.იმედი მაქვს მელა სპალეტი მილანელებს ძირს დასცემს და ერთხელ და სამუდამოდ მოაკეტინებს.
სვანსკი
16:43 12-04-2023
5
კი მაგრამ ხვიჩა-ოსიმენის დუეტი სპალეტიმ არ გააკეთა? თუ გგონიათ რუსეთის ჩემპიონატიდან გავარდნილი რუბინის მოთამაშე ხვიჩა აღიარებას სპალეტის გარეშე მიაღწევდა? თუ სპალეტის ნაპოლამდე ხვიჩა მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო როგორც მარადონა? უმადურობასაც საზღვარი აქვს.
ვა რა დონეა
19:43 12-04-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული