Sky Sports: "ნაპოლის" 3 წამყვანი ფეხბურთელი დატოვებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 3 გამორჩეული მოთამაშე დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport-ის ჟურნალისტი ლუკა მარკეტი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეი" პიოტრ ზელინსკის, ვიქტორ ოსიმენსა და კიმ მინ-ჯეს დაემშვიდობება.

"ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა მითითებული არ არის. ამიტომ მოსალოდნელია, რომ "კვარა" "ნაპოლიში" კიდევ ერთ სეზონს გაატარებს. თუმცა კიმ მინ ჯე, პიოტრ ზელინსკი და ვიქტორ ოსიმენი დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებენ. მათ შესანიშნავი სეზონი აქვთ და უამრავი გრანდის ყურადღება მიიქციეს. ამის შანსი ნამდვილად მაღალია" - განაცხადა მარკეტიმ.

შეგახსენებთ, "პარტენოპეი" სერია A-ს სატურნირო
ცხრილში 75 ქულით პირველ ადგილს იკავებს, ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილი გუნდი 23 აპრილს "იუვენტუსს" ესტუმრება.

alt"იუვენტუსი" VS "ნაპოლი" - მატჩი, რომელმაც ინტრიგა დაიბრუნა!..

altმარიო რუიმ სეზონი დაასრულა

altUEFA-მ ხვიჩაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
და ამით დასრულდება ნაპოლის ლამაზი ზღაპარიც. კვარა მარტო 5 კაცის საქმეს ვერ გააკეთებს მას სხვა თანაგუნდელებმა სივრცეები თუ არ გამოუთავისუფლეს და მეეჭვება ოსის წასვლით ეს ვინმე სხვა შემტევმა შესძლოს, და მწვრთნელმა თუ მას მაქსიმალური თავისუფლება არ მისცა შეტევის მთელ არეალზე, რასაც პიოლი აძლევს ლეაოს, ნაპოლიმ მომდევნო სეზონში ოდენ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის გაიბრძოლოს ისიც დიდი გაჭირვებით. ამ ჯუნტოლებს და დელაურენტისებს ყოველ სეზონში კი ვერ "გაუვარდებათ" ასეთი ტრანსფერები (სემიჩკის ფასად ბაჯაღლო ოქრო რომ ჩაუვარდათ ხელში კვარა, და კიმმინჯე) ფეხბურთი მაინც კანონზომიერი სპორტია შეიძლება ერთხელ გაგივარდეს მაგრამ სულ ეს არ მოხდება ეს გამორიცხულია. თუ გუნდი გინდა გრანდათ აქციო მაშინ შესაბამისი ფინანსებიც უნდა გაიღო, მოიძიო ინვესტორები გუნდის სახელფასო და სატრანსფერო ბიუჯეტი ახალ ეტაპზე გადაიყვანო რაც ამ წუწკი დელაურენტისის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ დანარჩენიდან დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ, თუმცა მინიმუმ ერთი სეზონი კვარა მაინც უნდა დარჩეს ნეაპოლში ეს აუცილებელიცაა ჩემი აზრით.
Charley
11:47 22-04-2023
6
სამივე გაუშვან და ქვილითაია წაიყვანონ. ქვილითაიას სავარცხელი ქონია სალესი ქვა და ჯადოსნური წყალი მე მგონი. სავარცელს როცა გადააგდებს მის უკან ისეთი უღრანი ტყე აღიმართება რომ მესი და რონალდო ხელის ცეცებით ივლიანო..
გაუშვას სამივე, სამივეს შეცვლის ქვილითაია, მისცენ კალაში, ან შემოირტყას გრანატები, ერგედე და კიდევ ერთი ქართველის სახელი გაიბრწყინებს გალაქტიკაში.
ქვილითაია!
შენ დროა გრანატების სროლაში ივარჯიშო,სირბილი და ბურთის დეევნა არაა შენი საქმე, არა!ბიჯოს! ეს კაცი ვერაფრით ვერ მიხვდა, რომ კორიდასთვისაა დაბადებული, ხარის როლში...
კ ო მ ბ ლ ე
13:12 22-04-2023
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული