სპალეტი: როდესაც დე ლაურენტისისგან ზარი მივიღე, იცით, ჩემმა შვილმა რა მითხრა?

AutoSharing Option
დღეს, 30 აპრილს, სერია A-ს 32-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "სალერნიტანას" უმასპინძლებს. "პარტენოპეის" თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საინტერესო ისტორია გაიხსენა. ტოსკანელის თქმით, მის შვილებს თავდაპირველად არ სურდათ, რომ აურელიო დე ლაურენტისის წინადადებას დათანხმებოდა და "ნაპოლი" გაეწვრთნა.

"სკუდეტო? მიზნისთვის ჯერ კიდევ არ მიგვიღწევია. მახსოვს, როდესაც დე ლაურენტისმა "ნაპოლის" ჩაბარება შემომთავაზა, ოჯახის წევრებს ვესაუბრე. ჩემმა შვილებმა მითხრეს, რომ ამ სამუშაოს არ უნდა დავთანხმებოდი.

შემდეგ დაამატეს რომ თუ მათ გავწვრთნიდი, აუცილებლად უნდა გამემარჯვა, რადგან "პარტენოპეის" რიგებში წლების განმავლობაში უამრავი კარგი ფეხბურთელი თამაშობდა.

ასე რომ დღეს შეიძლება არამხოლოდ ქომაგებისა და მოთამაშეების ოცნება ახდეს, არამედ მათი მთავარი მწვრთნელისაც" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "სალერნიტანას" დაპირისპირება თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

alt3 გრანდი სპალეტის გადასაბირებლად იბრძვის - ლუჩანოს პასუხი ცნობილია

alt"სპალეტი პირადად გავიცანი და იცით, რას მივხვდი?" - ცნობილმა ჟურნალისტმა ლუჩანოზე ისაუბრა

altსპალეტი "სალერნიტანასთან" მატჩში შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული