"სალერნიტანასთან" საბედისწერო შეცდომა დაუშვა" - იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი სპალეტიზე

AutoSharing Option
სერია A-ს 32-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "სალერნიტანას" დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა დანიელე ადანიმ აღნიშნული მატჩი შეაფასა. მისი თქმით, "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მატიას ოლივერას გაყვანით საბედისწერო შეცდომა დაუშვა.

"ნაპოლიმ" კარგად ითამაშა. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ წარმატებისთვის მიეღწიათ.

სპალეტიმ ტაქტიკურად მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა, რაც "პარტენოპეისთვის" საბედისწერო აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ნეაპოლელებმა მატჩის ბოლოს არაერთი მომენტი შექმნეს და ბევრი იბრძოლეს" - განაცხადა ადანიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 79 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს. "პარტენოპეი"
მომდევნო მატჩს 4 მაისს "უდინეზეს" წინააღმდეგ გამართავს.

altგაირკვა, რამდენი ქულა აშორებს "ნაპოლის" სკუდეტომდე

alt"ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო [VIDEO]

alt"ჩემი ყველა მოთამაშე უკეთესია, ვიდრე ოჩოა" - რა თქვა სპალეტიმ "სალერნიტანასთან" მატჩის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 17 /
ხვიჩა უდაოდ მაგარია... რაო როგორ თქვა მარადონამ.. ტოტალიზატორებიო. მოსაგებს მოიგებს ნაპოლი!
ეჰ
19:04 01-05-2023
7
აუ ძმაო რამდენი "პროფესორი" გვყავს ქვეყანაში! 22 წლის ბავშვისგან მეტს რას ელოდით პირველივე სეზონში, საინტერესოა. მისი დამსახურებით ხდება ნაპოლი ჩემპიონი და კიდე აკრიტიკებთ! აცადეთ ადამიანს!
შოთა
17:52 01-05-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული