"ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 32-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანასთან“ ფრეს (1:1) დასჯერდა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო.

გამარჯვების შემთხვევაში "ნაპოლი" 6 ტურით ადრე გახდებოდა ჩემპიონი, მატჩის დასაწყისიდანვე შეუტიეს, თუმცა სტუმრები თავს უნარიანად იცავდნენ. პირველი მომენტი ოსიმენს ჰქონდა, რომლის თავით დარტყმული ბურთი მეკარე ოჩოამ მოიგერია. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, სივრცეებს უზღუდავდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ. 42-ე წუთზე ოჩოამ ანგისას არ გაატანინა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ ისევ გადავიდა იერიშებზე, ხვიჩას შორიდან ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, ზილენსკიმ მაკრატელათი ვერ გაიტანა, ნეაპოლელთა
მწვრთნელმა სპალეტიმ ზილენსკისა და ლოსანოს ნაცვლად შეცვლაზე ელმასი და რასპადორი შეუშვა და 62-ე წუთზე ოლივეირამ ნანატრი გოლი გაიტანა.

მორიგი შეტევისას ქართველი მცველს გაექცა, რასპადორის ხელსაყრელ პოზიციაზე პასი გაუკეთა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში „კვარამ“ ისეც სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და ისევ მცირედით ააცილა კარს. 84-ე წუთზე სალერნოელებმა პირველივე შანსი გამოიყენეს და დიამ ანგარიში გაათანაბრა. 87-ე წუთზე "კვარა"  მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ გავიდა და მეკარემ არ გაატანინა. ბოლოს რასპადორიმ ვერ უწია მიზანს და "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

„ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას 4 მაისს გასვლაზე „უდინეზესთან“ გამართავს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - სალერნიტანა 1:1
გოლები: 1:0 ოლივეირა (62), 1:1 დია (84)

მკითხველის კომენტარები / 57 /
აქ ჩემპიონობაზე არავინ ვდაობთ, ეგ უკვე დიდი ხანია გარანტირებული იყო.. უბრალოდ კვარას 1:1-ზე უნდა შეეგდო და საჩემპიონო გოლით ნაპოლის ისტორიაში სამუდამოდ დარჩებოდა. ეგეთ კლასნი ფეხბურთელს მეტი მოეთხოვება
papai
15:31 01-05-2023
0
ჩემპიონობა არსად წავა დარწმუნებული ვარ, უდინეზესთან მატჩში ვიზეიმებთ მას. უბრალოდ თვალში საცემია ის რო ნაპოლი საგოლე მომენტებს ვეღარ ქმნის იმდენს რასაც ადრე აკეთებდა შედეგებიც არ არის ისეთი როგორიც იყო. აქ სხვა და სხვა მიზეზები შეიძლება იყოს მაგრამ, ფაქტია ბოლო პასის პრობლემა აშკარაა. ამ საკითხს ხვიჩა აგვარებდა. ხვიჩა კი ბოლო რამდენიმე თამაშია ამ კუთხით მოისუსტებს, უკვე რამდენი ხანია მისი საგოლე გადაცემა არ გვინახავს და არც გოლი. იმედია ეს ნავსი გატყდება უდინეზესთან, წარმატებები ხვიჩას.
გია
12:27 01-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული