საქმე ფულს არ ეხება - რატომ არ სურს სპალეტის "ნაპოლიში" დარჩენა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ, იტალიურმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, სპალეტის "პარტენოპეის" სამომავლო პროექტში ეჭვი ეპარება და განსაკუთრებით უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ მალე კლუბს სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი დატოვებს, გარდა ამისა ლუჩანო დე ლაურენტისისგან სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას ითხოვს, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.

"სპალეტი დე ლაურენტისთან კითხვების დასმას გეგმავს. ტოსკანელი უკმაყოფილოა, რომ ჯუნტოლი თანამდებობას ტოვებს, ასევე სურს, რომ ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლიში" დარჩეს", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, 64 წლის სპეციალისტს
"პარტენოპეისთან" ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

alt“ასე უყვარს სპალეტის ხვიჩა” - რა ვიდეოს აქვეყნებს Spezianapoli

alt"ნაპოლი"-"ფიორენტინა". სპალეტიმ გადახალისებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა

altთუ სპალეტი წავა - დე ლაურენტისს მთავარი მწვრთნელის პოსტზე 3 კანდიდატურა ჰყავს

მკითხველის კომენტარები / 13 /
დროა კვარა უდინეზეში გადაბარგდეს, უდინეზე მისი სტილია
იკა
09:07 11-05-2023
11
საქართველოს ნაკრების მწვრთნელად!!!!!!!!!!!!!!!!
კორონიკო!
20:24 10-05-2023
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული