"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ერთწლიან შემოქმედებით შვებულებაში გასული მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის შემცვლელის შერჩევის შესახებ გააკეთა კომენტარი:
"დღეიდან დაწყებული, შესაძლო კანდიდატთა სია უნდა შევამოწმო, რომელიც 22-დან 40-მდე გაიზარდა. აუცილებელია განვსაზღვრო, მიესადაგებიან თუ არა ისინი 4-3-3 სქემას მაღალი ხაზის დაცვითა და შეტევით. სქემა 4-3-3 უნდა იყოს, სხვაგვარად არ შეიძლება.
ამ საკითხის გადასაწყვეტად დროა საჭირო, რათა გავიგო მწვრთნელთა ხასიათი და ის, რამდენად შეუძლიათ ნეაპოლურ კულტურასთან ადაპტირება. ყველაფერ ამის მოკლე ვადაში გარკვევა შეუძლებელია".