35 წლის არგენტინელი ვარსკვლავი MLS-ის კლუბს ბედს 2026 ზაფხულამდე დაუკავშირებს, თუმცა შრომით ხელშეკრულებაში იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელს გუნდის დატოვება ყოველი სეზონის შემდეგ შეეძლება.
კონტრაქტი ძალაში 2023 წლის 1-ელ ივლისს შევა, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ლეო უკვე ოფიციალურად აღარ ჩაითვლება პსჟ-ის ფეხბურთელად.
მესის გადაწყვეტილების ეფექტი - ბილეთის ფასი 9000$, ელვისებური სისწრაფით მომატებული გამომწერები..