"დე ლაურენტისი ამ სპეციალისტს პირადად გაესაუბრა და "ნაპოლის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია" - რა ინფორმაციას ავრცელებს იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "სალერნიტანას" მთავარ მწვრთნელს პაულო სოუზას გაესაუბრა და "პარტენოპეის" გაწვრთნა შესთავაზა, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო მოითხოვა.

შეგახსენებთ, სოუზას დამოძღვრილმა "სალერნიტანამ" სერია A-ს მიმდინარე სეზონში მე-15 ადგილი დაიკავა.

altდარჩა 39 - დე ლაურენტისის სია შემცირდა

alt"გეტყვით, მათ შორის რა მოხდა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა დე ლაურენტისისა და სპალეტის შესახებ ისაუბრა

altდე ლაურენტისი გამოსავალს ეძებს - იტალიელი გალტიეს დაუკავშირდა

მკითხველის კომენტარები / 10 /
ისე ვისა აურელიო არ მოგწონთ და ძუნწს ეძახით, თქვენ ხომ არ იყიდდით ნაპოლის? ის არის ამ გუნდის მფლობელი და თქვენ ვინ გკითხავთ ვის მოიყვანს და ვის გაუშვებს გუნდიდან? კაცმა მინიმალური დანახარჯით ნაპოლი გააჩემპიონა ამდენი ხნის მერე და თქვენ კიდევ რაღაცეები გეჩვენებათ. ეგრე თუ გული შეგტკივათ გუნდის პერსონალის ხელფასებზე. თქვენ დაუმატეთ. საქართველოში კიდევ აგროჰაბის ხელმძღვანელებს მიუვარდით და მოსთხოვეთ მიზერული ხელფასების გაზრდა, მოლარეებს 600ლარზე მეტს რომ არ უხდის
დავით 67
11 ივნისი 2023 19:04
3
ლაურენტისი ძუნწია თუ რასაც უწოდებთ,ფაქტია,რომ განადგურებულ-გაკოტრებული გუნდი ჩაიბარა და აქამდე ამიაქაჩინა. პ.ს. ზოგადად დასავლური საფეხბურთო სამყარო ფულზეა აწყობილი და არანაირი სხვა ფასეულობები(ფეხბურთლებში რა თქმა უნდა არიან უფრო მაღალი ზნეობის ადამიანები), ან არაძუნწი და არაფულის მონა მილიონერი სად გინახავთ???
ადამიანი
11 ივნისი 2023 18:35
0
ეს ტიპი თავისი სიძუნწით იმას მიაღწევს რომ მომავალ სეზონში ევროთასებზეც ვერ გავლენ @@ რა სოუზა და რის სალიანკააააა @@@
zura222
11 ივნისი 2023 17:29
3
ეს კაცი მაგარი ძუნწი კაცია ბუნებით.ეს კაცი არასოდეს მოიყვანს ძვირადღირებულ მწვრთნელს,ხოლო ვინც მოიყვანა აქამდე,ყველა უკმაყოფილო წავიდა.ფულის ჯიბიდან ამოღება მაგრა უჭირს და იმიტომაც მოჰყავს ისეთი,ვინც დიდ ხელფასს არ მოსთხოვს.კვარაც იმიტომ იყიდა,რომ ძვირი არ ღირდა.ბიჭებმა ჩემპიონობა მოუპოვეს და აბა თუ გაგიგიათ რამე განსაკუთრებული პრემიები გამოეწეროს ვინმესთვის???კვარას რა ხელფასსაც აძლევს,მინიმუმ 5-ჯერ მეტი ხვდება,მაგრამ პირიქით,ცდილობს კაბალური კონტრაქტი გაუფორმოს.კვარა,თუ შანსი გაქ დროზე მოშორდი ამ კაცს.
მირო
11 ივნისი 2023 17:09
3
ე ბიჯო ..არველაძე არ გინდა? ამან ცოტა ღრუბლებიდან უნდა დაეშვას თუ არა მალე მოვა აგვისტოც .
როი
11 ივნისი 2023 13:24
3
ე ბიჯო თუ ასე გიჭირთ ცეცაძეა თავისუფალი და დაგთანხმდებათ "იეფად".DDDD
ტტტ
11 ივნისი 2023 12:23
3
არადა საფრანგეთთან რაკარგად ათამაშა ახალგაზრდული (3-3) და რას ერჩოდნენ ცეცაძეს, რომ ასე ჩააჩოჩეს გაუგებარია...
ლაშა
11 ივნისი 2023 12:44
7
ეს კაცი მაგარ ეიფორიაშია და თავის თავი ყველაზე ჭკვიანი გონია. სოუზა არის ერთ სეზონიანი მწვრთნელი, ასე იყო ბორდოში რომელიც მე-12 ადგილზე გაიყვანა და გამოუშვეს, ასე იყო ფიორენტინაშიც სადაც გუნდი სოუზას მისვლამდე მე-4-ზე გავიდა და სოუზას მისვლის შემდეგ 5-8-ზე დაქვეითდა. ყველა დანარჩენ 9 გუნდში სალერნიტანამდე სეზონი, სეზონ ნახევარი იყო და გაუშვეს.
G.LA
11 ივნისი 2023 12:08
0
აუ ამან ხომ ტვინი წაიღო უკვე.
აზრზე ხარ, სპალეტი ვის ხელებში იყო D
კიდევ დროზე გაცილდა ამ გიჟს.
Hans
11 ივნისი 2023 12:08
2
სოუზა?!
აი, ნაპოლის ქუჩებში მიმავალი გააჩერე და მას შესთავაზე კლუბის მთავარი მწვრთნელობა...
ლაშა
11 ივნისი 2023 11:57
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული