"ბართომეუმ ჩემზე უარი იმიტომ თქვა, რომ კანადელი ვარ" - ალფონსო დევისი

AutoSharing Option
"ბაიერნის" მცველმა ალფონსო დევისმა "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს შესახებ ისაუბრა.

22 წლის ფეხბურთელის თქმით, "ბლაუგრანა" მისით დაინტერესებული იყო, თუმცა, როდესაც ბართომეუმ გაიგო, რომ კანადელი იყო, ტრანსფერზე უარი განაცხადა.

"არ ვიცი, გულშემატკივრებმა ეს ისტორია იციან თუ არა, მაგრამ 5 წლის წინ "ბარსელონა" ჩემით დაინტერესდა. თუმცა ბართომეუმ ტრანსფერზე უარი თქვა, რადგან კანადელი ვარ. იმ მომენტში გული ძალიან მეტკინა", - განაცხადა დევისმა.

შეგახსენებთ, ესპანური გამოცემების ცნობით, ამჯერად კანადელის დამატებით მადრიდის "რეალი" ინტერესდება.

altარასწორი იყო - ბართომეუმ მესიზე ისაუბრა

altჟოზეპ ბართომეუ გირაოთი

გაათავისუფლეს

altბართომეუს წასვლის შემდეგ "ბარსელონა" გაკოტრების პირასაა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერ ვიტან ბართომეუს უამრავი მდაბალი საქციელის გამო,მაგრამ მასზე უარი, ალბათ იმიტომ თქვა,რომ კანადა,არასაფეხბურთო ქვეყანაა.აგერ კვარაც,რა ფასში იყიდა ნაპოლიმ და რამდენმა გრანდმა,მასზე სადაურობის გამო თქვა უარი.კვარას დონეზე,ევროკავშირელ ფეხბურთელს რომ ეთამაშა,დღევანდელ მის ფასზეც კი,საგრძნობლად ძვირად შეფასდებოდა.
სოსო
22:28 12-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული