მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა

AutoSharing Option
პეკინში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში, სადაც რეკონსტრუქციის შემდეგ ახალი, 70-ათასიანი სტადიონი "პროლეტარები" გაიხსნა, არგენტინის ნაკრებმა ავსტრალია 2:0 დაამარცხა.

ანგარიში მე-2 წუთზე ლეო მესიმ გახსნა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა; მეორე გოლი კი შეცვლაზე შესულმა „ბეტისის“ მცველმა ხერმან პესელიამ 68-ე წუთზე გაიტანა.

მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - შეხვედრის დაწყებიდან 79-ე წამზე.

ლეომ განაცხადა, რომ ასაკის გამო მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე თამაში გაუჭირდება, თუმცა იქამდე დიდი დროა დარჩენილი, ჯერ შესარჩევი ტურნირის და ამერიკის თასის მატჩებია ჩასატარებელი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გოლი გოლად და ის დრიბლინგი, მეორე ტაიმში რომ გააკეთა ოთხი კაცის გარემოცვაში თან ერთერთის მხრიდან ბოჭვის მიუხედავად, ერთ ნახვად ღირდა.
არტ
16 ივნისი 2023 10:31
0
ლეო! შე მაგარო! ჯერ ულამაზესი გოლი გაიტანა "თავისებურ სტილში", მერე ის ჯადოსნური დრიბლინგი!
ზურა
16 ივნისი 2023 12:03
0
პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთიდ
Leo
16 ივნისი 2023 11:28
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული