პირველი ტიტული 11 წლის შემდეგ - ესპანეთმა ერთა ლიგა მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის ფინალში ესპანეთმა ხორვატიას პენალტების სერიაში სძლია და ტურნირის მესამე გათამაშების გამარჯვებული გახდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მომენტები ბევრი არ იქმნებოდა. ყველაზე რეალური შანსი 85-ე წუთზე ესპანელებს ჰქონდათ, მაგრამ ფატის დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან პერიშიჩმა გამოიტანა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. გოლი ექსტრა-ტაიმშიც არ გავიდა, პენალტების სერიაში კი მეკარე უნაი სიმონმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და "ფურია როხამ" იმარჯვა.

. ესპანეთმა 2012 წლის შემდეგ პირველი ტურნირი მოიგო.
. ესპანელთა მწვრთნელმა დე ლა ფუენტემ პირველი ტიტული მოიგო - ის ეროვნული გუნდის თავკაცად
2022 წლის დეკემბერში დანიშნეს.
. ხესუს ნავასი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი და ერთა ლიგის გამარჯვებულია.
. ხორვატიამ XXI საუკუნეში პლეი-ოფის 13 მატჩიდან 10 ექსტრა-ტაიმში გადაიყვანა - მოდრიჩმა ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მესამე ადგილისთვის მატჩში იტალიამ ნიდერლანდები 3:2 დაამარცხა.

როტერდამი. „დე კუიპი“
ხორვატია - ესპანეთი 0:0 (პენ 4:5)

მკითხველის კომენტარები / 11 /
გამარჯობა, ესპანეთი გასულია ავტომატურად ევრო 2024 ზე რაც იმას ნიშნავს რომ საკვალიფიკაციო ტურნირს მოსამზადებლად გამოიყენებს ჩემის აზრიტ ეგ ფაქტი რომ უკვე გასულები არიან არ გვიმარტივებს საქმეს ესპანეთთან გასამართ თამაშებში ამიტომ წარმატებისათვის მეტი მონდომება და მეტი ყურადგება არის საწირო წარმატებები ჩვენს ოქროს ბიჭებს!!!
გიო9
19 ივნისი 2023 13:31
1
არასწორი ინფორმაცია გაქვთ.
არაა ესპანეთი გასული ევროპაზე.
ამ ოთხთა ფინალს. არაფერიო საერთო არ ააქვს ევროპის ჩემპიონატთან.
თუ ესპანეთი ვერ გავიდა ჯგუფიდან მოუწევს პლეოფში თამაში.
გიო9-ს
19 ივნისი 2023 19:30
1
მოდრიჩს ახალგაზრდულ ნაკრებში არც არავინ ეძახის ჯერ ერთი, მეორეც ნაკრებში ხვიჩამაც და ჟორჟმაც ითამაშა და ხვალაც ითამაშებენ, ეგ ორი, მესამეც ნუ ადარებთ 2 თამაშიან შეკრებას და ტურნირს სადაც შეიძლება 7 თამაში ითამაშო და 1 თვე გრძელდება თავის დღეში ორჯერადი ვარჯიშებით, რობოტები არ არიან და არც სწორია მათი ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახეა, ეგენი მაგ ნაკრების წევრები არ არიან, ეგ ნაკრები არის განვითარებისთვის და მეტი არაფერი
778
19 ივნისი 2023 12:58
2
დავით-გავერკვია უკვე არა ეს ევრო საგზური არ ყოფილა ესპანეთისთვის უბრალოდ თასს დაეუფლა
გივი
19 ივნისი 2023 09:44
0
მოდრიჩი არ იღლება? რა მას სეზონი მალდივებზე ქონდა, გაიხსენეთ მსოფლიოზეც სრულად ითამაშა როცა ზოგიერთები ისვენებდნენ.
w
19 ივნისი 2023 07:28
6
უფრო ნაპოლის მოთხოვნა უნდა იყოს თორემ 22 წლის ბიჭის დაღლა არ გამიგია ჯერ. ეს ოხერი უროს ხო არ იქნევდა კარიერზე თაკარა მზეში
ირაკლი ქუთაისელი
19 ივნისი 2023 10:24
3
თუ ესპანეთი გავიდა ჩვენგან მე-3 ადგილიდან ხომ გადის?
დავითი
19 ივნისი 2023 06:54
3
გასულია მაგრამ ჩვენ არაფერი შეღავათი.
გია პაპა
19 ივნისი 2023 03:28
2
Gia papas,,ver dagetanxmebi ro espanetistvis evros ganagdeba chventvis araferi shegavatia,,,am jgufshi shotlandia gafrinda ukve da espanetsac ro chirdebodes chatvale shansi nulamde shegvimcirdeboda axla kidev imis imedi mainc gveqneba ro tavs ar shegvaklaven ar chirdebat arc saturniro da arc aranairi tvalsazrisit da iqneb gavdzvret,,isicaa ro yvelastan satamasho aqvt titqmis moegot mainc jgufshi 2-3 tamashi da mere gaenagdebinat,,nebismier shemtxvevashi warmatebebi chvens nakrebs da imedia is rac vnaxet kviprostan imis 30%-rac shegvidzlia
Gel-100
19 ივნისი 2023 07:52
0
მაინც ვერ გავიგე ესპანეთი უკვე გასულია თუ არა ევრო2024ზე გერმანიაში
გივი
19 ივნისი 2023 01:43
2
Ar gasula evropaze,A divizionis momgebi gundebi ver gadian evroze mxolod tass igeben da egaa..tituli mokled!!!
L.J .
19 ივნისი 2023 10:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული