მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მომენტები ბევრი არ იქმნებოდა. ყველაზე რეალური შანსი 85-ე წუთზე ესპანელებს ჰქონდათ, მაგრამ ფატის დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან პერიშიჩმა გამოიტანა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. გოლი ექსტრა-ტაიმშიც არ გავიდა, პენალტების სერიაში კი მეკარე უნაი სიმონმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და "ფურია როხამ" იმარჯვა.
. ესპანეთმა 2012 წლის შემდეგ პირველი ტურნირი მოიგო.
. ესპანელთა მწვრთნელმა დე ლა ფუენტემ პირველი ტიტული მოიგო - ის ეროვნული გუნდის თავკაცად 2022 წლის დეკემბერში დანიშნეს.
. ხესუს ნავასი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი და ერთა ლიგის გამარჯვებულია.
. ხორვატიამ XXI საუკუნეში პლეი-ოფის 13 მატჩიდან 10 ექსტრა-ტაიმში გადაიყვანა - მოდრიჩმა ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მესამე ადგილისთვის მატჩში იტალიამ ნიდერლანდები 3:2 დაამარცხა.
როტერდამი. „დე კუიპი“
ხორვატია - ესპანეთი 0:0 (პენ 4:5)