მატჩები ბათუმსა და ქუთაისში - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო, გერმანია ისრაელთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე C ჯგუფში პირველი ტურის მატჩები ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა და უნდა ითქვას, უამინდობის მიუხედავად, თამაშებს ბევრი მაყურებელი დაესწრო.

ბათუმში ინგლისმა ჩეხეთს 2:0 სძლია. შეხვედრა ბრიტანული გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა და მისივე დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.

ბათუმი. "აჭარაბეთ არენა"
ჩეხეთი - ინგლისი 0:2
გოლები: 0:1 რემზი (47), 0:2 სმიტ-როუ (90+4)

ქუთაისში მოქმედი ჩემპიონი გერმანია 45+2-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში მყოფ ისრაელთან ფრეს დასჯერდა - 1:1. აღსანიშნავია, რომ გერმანელმა ფეხბურთელებმა ორი პენალტი ვერ გამოიყენეს. მუკოკოსა და ნგანკამის
შესრულებული თერთმეტმეტრიანები მეკარე პერეტცმა მოიგერია.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
გერმანია - ისრაელი 1:1
გოლები: 0:1 ტურგემანი (20), 1:1 ბისეკი (26)
გაძევება: კარცევი (45+2)
გამოუყენებელი პენალტი: მუკოკო (3), ნგანკამი (80)

25 ივნისს, მეორე ტურში, გერმანია ჩეხეთს, ხოლო ინგლისი ისრაელს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
შენგელია 1:0 ჰემპდენ არენა

მართლაც გასაკვირია წყალი რომ არ დადგა :დდ მთელი დღე წვიმდა და დაატბორა ქუჩები. მაგრამ შენგელია არენა მართლაც იდეალურადაა თუ თვალი არ მატყუებს. შოტლანდიელებს მოკითხვა აქედან :)))))))))))))
იმერელი
23 ივნისი 2023 13:02
0
რუმინეთის თამაშებზე წერა აკრძალული გაქვთ? თუ ჩვენ არ გვეხება?
რეზზ
23 ივნისი 2023 10:59
1
გაზონი იდეალურადაა ყველგან მაგრამ ამ განახლების დროს ელიავაზე რომ არ ეყიდათ განათება და პროფესიონალებისთვის მიენდოთ არ შეიძლებოდა? არ შეიძლება ამხელა შრომის წყალში ჩაყრა, 100 მილიონი რომ დავხარჯეთ ინფრასტრუქტურის განახლებაში კარგია, მეტიც უნდა დავხარჯოთ თუ ფეხბურთი გვინდა გვქონდეს, მაგრამ ამ საუკუნის ამ წლებში განათებას რომ განაახლებ და ფეხბურთელს 4 მუქი ჩრდილი დასდევს "შენგელიაზე" და შედარებით მკრთალი დინამოზე მაგრად ტეხავს რა. კვარას გამო მთელი საქართველო რომ ვუყურებთ სერია ა-ს თამაშებს იქ მაინც ნახეთ დიდ არენებს როგორი განათება აქვს, ჩრდილის ნასახი არაა... მოკლეთ, პროფესიონალებს მიანდეთ საქმის კეთება და გასცდით ელიავას ჩინურ რიგებს!!!
ბუბა
23 ივნისი 2023 08:58
7
მაგ სიტყვის მნიშვნელობა თუ იცი ერთი მითხარი აბა სად დაინახე დემაგოგია? იმაში 100 მილიონის კი არა მეტის დახარჯვა რომ ვისურვე თუ გვინდა ვუშველოთ ქართულ ფებურთს თქო, თუ იმაში რომ განათებას როცა ცვლი დღევანდელ დღეს ხარისხიანად უნდა შეცვალო თქო, რასაც შენგელიაზე და დინამოზე ეტყობა რომ უხარისხოთ არის გაკეთებული. ტელევიზორში რაც ჩანს იმას ვამბობ, იმაზე ხო არ ვლაპარაკობ ვიპ სივრცის სველ წერტილებში კაფელის შოვები არ ემთხვევა ერთმანეთს თქო :)
ბუბა
23 ივნისი 2023 17:23
1
ბუუუბ გეყო რა გეყო ეს დემაგოგიური პოსტები
რვა
23 ივნისი 2023 13:17
1
ბავშვი წაიქცა და არ ააყენეს?
კეთილი
23 ივნისი 2023 05:56
1
ტელევიზორით რაც ჩანდა ქუთაისში კაი გაზონია,ბთუმში ცოტათი ატალახდა მეორე ტაიმში.
იმედია გაუძლებს და მერე ჩვენც გამოგვადგება.
Levani
23 ივნისი 2023 01:39
0
ყოჩაღ რამაზ შენგელია არენას, ასეთი უამინდობის გამო წყალი არ დადგა და მოედანი იდეალურ მდგომარეობაშია ყველანაირი სტანდარტებით. იმედია მოუფრთხილდებით და ერთჯერადი არ იქნება ეს ყველაფერი. რა ვქნა ძაან მელამაზება სტადიონი და ბალახიც. (გადახურვაც მოუხდებოდა) ყველა სტადიონი მელამაზება უკვე და ძალიან კარგია რომ ტარდება ეს ჩემპიონატი.
Wolf
23 ივნისი 2023 01:34
3
გაზონი კარგია, მაგრამ წვიმის გამო თამაშს ვერ დავესწარით. რაც გადახურულია ის სტუმრების ადგილია და იქ დადგომა არ შეიძლება. ქოლგებით თავიდან ხალხს არ უშვებდნენ, ბოლოს დაუშვეს. მანქანის სადგომი გადაკეტილია, ვერსად დააყენებ.
უპატრონო ქუთაისი
23 ივნისი 2023 08:26
1
ყოჩაღ ბათუმელებს და ქუთაისელებს!! ცუდი ამინდის მიუხედავათ მაინც მივიდნენ სტადიონზე!!!
ბექა
23 ივნისი 2023 01:23
1
ისრაელის ნაკრები როგორ ღირსეულად მოიქცა თავისი ლაბადები რომ მოახურეს ბავშვებს!!!
!!
23 ივნისი 2023 01:18
1

სიახლეები პოპულარული