"ლაციოს" პოლიტანოს შეძენა სურს

AutoSharing Option
"ლაციოს" "ნაპოლის" გარემარბის, მატეო პოლიტანოს შეძენა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რომაელთა მწვრთნელ მაურიციო სარის მიაჩნია, რომ პოლიტანო გუნდის შემტევ ხაზს გააძლიერებს.

ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა "ნაპოლი" მატეოს გაყიდვას.

შეგახსენებთ, პოლიტანომ გასულ სეზონში "პარტენოპეის" რიგებში 37 მატჩი გამართა, თავი კი 4 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მაგარი ფეხბურთელია!არ უნდა გაყოდონ.მილანთან ტრავმა რომ არ მიეღო გავიდოდა ნაპოლი ნახევარ ფინალში ისეთ ხოდზე იყო პოლიტანო…
შახრუდინი
18:30 10-07-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული