"თუ ფეხბურთელების 4 მილიონად გაყიდვას დავიწყებ, გუნდი არ მეყოლება" - კიევის "დინამოს" პრეზიდენტი

AutoSharing Option
კიევის "დინამოში" 21 წლის ნახევარმცველ ვლადიმირ ბრაჟკოს პირველ გუნდში არც ერთ ოფიციალურ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა, უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის განაცხადში ვერ მოხვდა, გასული წლის ზაფხულში ორწლიანი იჯარით "ზორიაში" გაუშვეს, რომლის რიგებში 29 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.

ბრაჟკოს 4 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) შეძენის სურვილი "ტორინომ" გამოთქვა, რაზეც კომენტარი კიევის "დინამოს" პრეზიდენტმა იგორ სურკისმა გააკეთა. "ეს შეთავაზება დამამცირებელია. ვლადიმერ ბრაჟკო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ნახევარმცველია და მომავალში ჩვენს გუნდს სარგებელს მოუტანს. ჩვენი ნიჭიერი ფეხბურთელების შეძენა ყველას კაპიკებად სურს.
თუ მოთამაშეების 4 მილიონად გაყიდვას დავიწყებ, მაშინ გუნდი არ მეყოლება.

უნდა გავყიდოთ ისე, როგორც ეს ზაბარნის და მიკოლენკოს შემთხვევაში გავაკეთეთ. როდესაც შევჩენკო "დინამოში" თამაშს იწყებდა, 3 მილიონს გვთავაზობდნენ, მაგრამ ვიცოდით, რომ უფრო ძვირი ეღირებოდა", - ციტირებს იგორ სურკისს ჟურნალისტი ვლადიმერ ზვეროვი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ამას ეტყობა რომანას შესახებ არაფერი გაუგია.მიეცი 100000 და დღესვე სიამოვნებით გაყიდის კამარას ხარაიშვილს და ტაბიძეს ერთად..... p.s.ეს სამი პირობითად...
Master
20:42 21-07-2023
2
სულ ჩვენს კლუბის პრეზიდენტებს არ ჰგავს იგორ სურკისი?!
ვისწავლეთ ქართველებო თავის დაფასება. თავმოყვარეობის გრძნობა არ გვაწყენს და ამისთვის ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებაა საჭირო რაღაც თამასამდე. ლა ლიგის დონე არავინ ითხოვს...
დამოუკიდებლობიდან გავიდა 32 წელი. სსრკ-ის ნანგრევებში ყველაზე მეტად ჩვენ, ქართველები მოვყევით. კმარა, დროა შესაბამისი ჩინოვნიკებმა საქმეს მიხედოთ!
ლაშა
19:40 21-07-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული