უკრაინა ომობს, სურკისები კი მონტე-კარლოში გრიალებენ

AutoSharing Option
"Українська правда" იტყობინება, რომ იმ დროს, როდესაც უკრაინა რუს ოკუპანტებთან გმირულად იბრძვის, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი და უმაღლესი რადას დეპუტატი გრიგორი სურკისი თავის ძმასთან, კიევის "დინამოს" პრეზიდენტ იგორ სურკისთან ერთად მონტე-კარლოში იმყოფება.

ძმები ოჯახებთან ერთად მონტე-კარლოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში, ხუთვარსკვლავიან Monte-Carlo Bay-ს აპარტამენტებში ცხოვრობენ. ისინი იქ ერთი წლის განმავლობაში იქნებიან და ეს სიამოვნება დაახლოებით ორი მილიონი ევრო დაუჯდებათ.

გამოცემის მტკიცებით, სურკისები ყოველ საღამოს კაზინოს სტუმრობენ.

გრიგორი სურკისი პარტიის "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხილსათვის" წევრია, რომელიც უკრაინაში აკრძალეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
არა ბიჭო მოსკოვს შეეკითხებიან :-) და ჩვენ ერთმანეთს ვხოცავთ, ვლანძღავთ და ვაგინებთ პოლიტიკოსების და ჩინოვნიკების ბედნიერების გამო, ამიტომაც არასოდეს არ გვეშველება. IQ ნულზე დაბლაა ქვეყანაში
საქართველო
03:13 18-08-2022
7
არახამია და არესტოვიჩი თუ რომელიღაცა ზღვაზე არ გამოიჭირეს რო იზაგრებოდნენ ზელენსკიმ მაგიტო შეუჩერა 219 დეპუტატს პასპორტები რო იყვნენ ქვეყანაში და არა კურორტებზე და ესენი ჩვენ გვთხოვენ მეორე ფრონტის გახსნას :)
ნოდო
01:05 18-08-2022
43

სიახლეები პოპულარული