თბილისის "დინამოს" მძლეველი "ასტანა" განადგურდა - მათი მწვრთნელი რევანშით იმუქრება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ზაგრების „დინამომ“ სახლში „ასტანა“ 4:0 დაამარცხა.

15-წუთიან ინტერვალში ჰეთ-თრიკი 24 წლის ნახევარმცველმა ლუკა ივნუშეცმა შეასრულა.

მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, დამაჯერებელი გამარჯვება და, ფაქტობრივად, შემდეგი რაუნდის საგზური უპრობლემოდ მოიპოვეს.

2 აგვისტოს ყაზახეთში ჩასატარებელი საპასუხო შეხვედრა ხორვატიული გუნდისთვის საბოლოო გამარჯვების ნოტარიულად გაფორმებას წარმოადგენს.

Sportall.Ge

ნამატჩევს „ასტანას“ მწვრთნელმა გრიგორი ბაბაიანმა განაცხადა, რომ პირველი გოლი რიკოშეტით გაუშვეს, ამან დაბნეულობა გამოიწვია, თუმცა არაფერია დაკარგული და საკუთარ მოედანზე დამაჯერებელი რევანშის აღებას აპირებენ, რამეთუ ფეხბურთში საოცრებების მოხდენა შესაძლებელია.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის
პირველ შესარჩევ ეტაპზე „ასტანამ“ თბილისის „დინამოს“ სძლია.

ზაგრები. „მაკსიმირი“
დინამო (ზ) - ასტანა 4:0
გოლები: 1:0 შპიკიჩი (35), 2:0 ივანუშეცი (41), 3:0 ივანუშეცი (43), 4:0 ივანუშეცი (56)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბედი გვაქვს, გადავრჩით სირცხვილს
გია
26 ივლისი 2023 13:12
1
დინამოც ანალოგიურ სიუტუაციაში იქნებოდა, თუ უარესში არა!
ლაშა
26 ივლისი 2023 09:45
2
ეს ლორიას შეცდომით გასულები როგორი გაბლავებულები არიან. 4-ზე მეტის გატანა დაეზარათ, თორემ მეტსაც მიიღებდით. უბრალოდ შემდეგი თამაშისთვის დაზოგეს ძალები. ჩვენც კი შეგვეძლო ამათი დამარცხება, მაგრამ ჯერ ფიფო გვყავს დასამარცხებელი. მოუშორებელი ჭირი
Haaland
26 ივლისი 2023 09:35
1
ზოგი ჭირი მარგებელია.
მწარე
26 ივლისი 2023 08:39
0
არაფერი გუნდი არაა ასტანა და კი დააგვსნახა აგერ უბრალოდ ჩვენი ფეხბურტელების დონეა კატასტროფაა
იმერელი
26 ივლისი 2023 06:20
0
4ზე მეტი ვერა?
დავ
26 ივლისი 2023 04:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული