Meta-ratings.kz-მ შეხვედრის დასრულების მერე 24 წლის გვინეელი ჩაწერა და შეეკითხა, რა აზრისაა კარიერის მათ ქვეყანაში გაგრძელებაზე.
"ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. ორ დღეში შესაძლოა, სხვა გუნდში ან თუნდაც რომელიმე ყაზახურ კლუბში აღმოვჩნდე. ამიტომ ვიმეორებ, რომ ფეხბურთში ყველაფერი ხდება.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, სამწუხაროდ, ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგა დასრულდა... ინიციატივა გვქონდა, პირველმა გოლმა წნეხი მოგვიხსნა და მეორის შეგდება გვინდოდა, მაგრამ შემდეგ მეტოქისგან მოულოდნელად 2 მივიღეთ.
ესაა ფეხბურთი, შესაძლოა, რამდენიმე წუთში
ახლა ჩვენც გამოცდილება მივიღეთ, კონფერენს ლიგაზე წარმატებით თამაშს და მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას ვეცდებით", - თქვა კამარამ.