"ასტანას" ნახევარმცველი: "დინამოსთან" მატჩის შესვენებაზე მწვრთნელმა ეს გვითხრა

AutoSharing Option
"ასტანას" სერბმა ნახევარმცველმა დუშან იოვანიჩმა meta-ratings.kz-სთან საუბარში თბილისის "დინამოსთან" მატჩი შეაფასა:

"ორივე თამაში ძალიან რთული გამოვიდა. პირველ ტაიმში "დინამო" გვჯობდა, რაც მათ მიერ გოლის გატანასა და თამაშის წაყვანაში გამოისახა.

არ დავნებდით, ინიციატივა ავიღეთ და 2 სწრაფი გოლი გავიტანეთ. შესვენებაზე მწვრთნელმა ყველა ერთად გაგვაერთიანა და გვითხრა, რომ ჩვენი შანსები აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა.

საბოლოოდ, ასეც გამოვიდა... 2-ჯერ ავიღეთ მეტოქის კარი და შემდეგი ეტაპის საგზურიც მოვიპოვეთ", - თქვა იოვანოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ "ასტანამ" "დინამოს" თბილისში 2:1, ორი მატჩის ჯამში კი 3:2 სძლია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სულ უფულობას ვჩივით, მაგრამ ტრანსფერმარკეტზე, რომ ნახოთ დინამოს ჯამური ღირებულება 10 მილიონამდეა, ასტანას - 14 მილიონი. ანუ არც ისე კოლოსალური სხვაობა არაა. სომხური წამყვანი კლუბების 5 მილიონის ფარგლებშია და გაცილებით უკეთესი შედეგი აქვთ. ე.ი არ ვიცით საქმის კეთება და ესაა მთავარი მიზეზი...
დათო
10:38 21-07-2023
0
მარგველაშვილი არყოფილიყო საერთოდ გოლს ვერ გაიტანდით!!
beqa
14:41 20-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული