ლიონელ მესის გადასვლის შემდეგ მაიამის "ინტერმა" ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.
დევიდ ბექჰემის გუნდი ამჯერად "ატლანტას" დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა.
ლეომ თავი მე-8 და 22-ე წუთებზე გამოიჩინა, დარჩენილი 2 გოლი კი რობერტ ტეილორის (44-ე და 52-ე წუთებზე) ანგარიშზეა. აქვე გეტყვით, რომ მეოთხე გოლი რობერტმა სწორედ არგენტინელის გადაცემით გაიტანა.
მაიამის "ინტერი" მომდევნო შეხვედრას უკვე 21 აგვისტოს "შარლოტთან" გამართავს.