მაურიციო სარიმ შესაძლოა "ლაციო" დატოვოს - მიზეზი მარიო რუია

AutoSharing Option
მაურიციო სარიმ შესაძლოა ამ ზაფხულს "ლაციო" დატოვოს, ამის მიზეზი კი რომაული კლუბის პრეზიდენტთან, კლაუდიო ლოტიტოსთან არსებული კონფლიქტია. აღნიშნულ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სარი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "არწივების" პასიურობით უკმაყოფილოა. იგი კლუბში პიოტრ ზელინსკისა და მარიო რუის ტრანსფერებს ითხოვდა; ასევე, ეწინააღმდეგებოდა მილენკოვიჩ-სავიჩის გასხვისებას, თუმცა ხელმძღვანელობამ მისი არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, სარიმ "ლაციო" 2021 წელს ჩაიბარა.

altმაურიციო სარის ოთხი კლუბი ეპატიჟება

alt"ეს ფეხბურთის შეურაცხყოფაა!" - სარი შუა სეზონში გასამართ მუნდიალზე

მკითხველის კომენტარები / 1 /
მარტო რუი რა შუშია, ზელინსკიც და მილინკოვიჩ სავიჩიც ყოფილა შუაში.დდდ
რრრ
02 აგვისტო 2023 14:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული