ვლადიმირ ვაისი: მთავარი ამოცანა შევასრულეთ - წინსვლა უნდა გავაგრძელოთ

AutoSharing Option
"სლოვანმა" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზრინსკის" ბარიერი გადალახა, რის შემდეგაც კომენტარი მისმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა, რომელმაც საპასუხო მატჩისას ძალიან ინერვიულა და ეს პრესკონფერენციაზეც ეტყობოდა:

"შესანიშნავ ატმოსფეროში ჩატარებული დიდებული შეხვედრა იყო. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც სტადიონის ტრიბუნები შეავსეს. ისინი შეტევისაკენ მოგვიწოდებდნენ. ჩენ კარგად ორგანიზებულად და ემოციურდ ვითამაშეთ. მხოლოდ ორ რამეზე მწყდება გული - ვლადის (თავისი შვილი) ტურნირზე მიღებულ მესამე ყვითელ ბარათზე, რომლის გამო შემდეგი დაპირისპირების გამოტოვება მოუწევს. ბოდიშს გიხდით. ვლადმა გაფრთხილება სულ ტყუილად მიიღო. აგრეთვე ვნანობ ორი გაშვებული გოლის გამო.
პირველი გოლი კუთხურის ჩაწოდების შედეგად გავიდა და თითქოს ჩაგვეძინა. მეორე გოლი სტუმრებს ლამაზი გამოუვიდათ.

მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ, ამისთვის ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი. ბოლომდე დაიხარჯნენ, ყველამ კარგად ან საშუალოზე მაღალ დონეზე იასპარეზა, ცუდად არავინ გაისარჯა. მთავარი ამოცანა ერთ-ერთი ევროტურნირის ჯგუფურ რაუნდში გასვლა იყო, რაც შევასრულეთ. ბოსნიური გუნდი ჩვენს მოედანზე უნდა დაგვემარცხებინა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ. იმედია, მომავალ ოთხშაბათს წარმატებულ სვლას გავაგრძელებთ. მთავარი პროგრესირებაა და ჩვენ წინ ვიხედებით".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული