ფრანკ კესი კარიერას "ალ აჰლიში" გააგრძელებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი ფრანკ კესი კარიერას "ალ აჰლიში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" კოტდივუარელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს მიიღებს, თავად მოთამაშე კი არაბულ კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

შეგახსენებთ, კესი "ბარსას" 2022 წელს "მილანიდან" შეუერთდა. საყრდენმა ნახევარმცველმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისური ჯამში 28-ჯერ მოიგო, თავი კი ერთადერთი გატანილი გოლით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე რა თარსი გუნდია ეს ბარსა, ვინც გადმოვიდა, ყველა მალევე გარბიან.
ზურა
15:19 04-08-2023
4

სიახლეები პოპულარული